ცეკვის მასწავლებელი
"საქართველოს კარიტასი" აცხადებს ვაკანსიას ცეკვის მასწავლებლის პოზიციაზე.
თანამდებობა: ქ. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის პროექტის ცეკვის მასწავლებელი
პროგრამა/პროექტი: დასავლეთ საქართველოს პროგრამა
დასაქმების ტიპი: ხელშეკრულება
სამუშაო გრაფიკი: 35% განაკვეთი
ვაკანსია ღიაა: ყველა დაინტერესებული პირისთვის
ხანგრძლივობა: გრძელვადიანი, სამთვიანი გამოსაცდელი ვადის პირობით;
ადგილმდებარეობა: ქ. ქუთაისი, ირ. აბაშიძის ქ.#33
ახალგაზრდული დღის ცენტრის ცეკვის მასწავლებელი პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დროულ და ეფექტურ განხორციელებაზე. იგი უზრუნველყოფს ცეკვის გაკვეთილების ჩატარებას დღის ცენტრის მოსწავლეებისთვის.
ძირითადი მოვალეობები:
- დახმარება გაუწიოს პროგრამის მენეჯერს და დღის ცენტრის კოორდინატორს სასწავლო პროცესის დაგეგმვაში, განხორციელებაში;
- დაგეგმოს და ჩაატაროს ცეკვის გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდების ასაკის, ინტერესებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით;
- შექმნას ბავშვებისთვის პოზიტიური, მეგობრულო და უსაფრთხო სასწავლო გარემო;
- გაითვალისწინოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობები და საჭიროებები;
- გამოიყენოს ბავშვებისთვის გასაგები და ასაკის შესაბამისი სწავლების მეთოდები;
- ხელი შეუწყოს ბავშვების ჩართულობას და არ დაუშვას ბავშვის დაცინვა, დამცირება ან დისკრიმინაცია;
- მოამზადოს ინდივიდუალური და ჯგუფური საცეკვაო ნომრები ცენტრის ღონისძიებებისთვის;
- ვალდებულია დაიცვას და მაქსიმალურად ეფექტურად წარმართოს პროექტის ფარგლებში სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და საქმიანობა;
- ვალდებულია დღის ცენტრის კოორდინატორს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
- პასუხისმგებელია სათანადო ყურადღება მიაქციოს ბენეფიციარს, როგორც ცენტრის ტერიტორიაზე, ასევე მის გარეთ, პროექტის მიერ დაგეგმილი ღონისძიებების დროს;
- ვალდებულია მშობელს მიაწოდოს ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი შვილის/ მზრუნველობის ქვეშ მყოფი პირის შესახებ;
- მონაწილეობა მიიღოს პროგრამის თანამშრომელთა საერთო შეხვედრებში;
- პასუხისმგებელია პროექტის ინვენტარზე, რომელიც ერიცხება;
- პასუხისმგებელია სისუფთავისა და დისციპლინის დაცვაზე;
- ვალდებულია სასწავლო პროცესზე პასუხისმგებელ პირს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია და გაიაროს კონსულტაცია შესაძლო პრობლემებთან ან გაუთვალისწინებელ ცვლილებებთან დაკავშირებით;
- პროექტის განხორციელების პერიოდში იხელმძღვანელოს კარიტასის ძირითადი პრინციპებითა და ფასეულობებით;
- ვალდებულია იყოს პროგრამის თანამშრომელთა ჯგუფის აქტიური წევრი;
- ყოველწლიურად წარადგინოს ანგარიში თავისი საქმიანობის შესახებ;
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ხელმძღვანელობის სხვა დავალებებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
განათლება და გამოცდილება
აუცილებელია:
- ცეკვის, ქორეოგრაფიის ან შესაბამის სფეროში განათლება ან პროფესიული მომზადება
- ბავშვებთან მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება
- სოციალურად დაუცველ ჯგუფებთან ურთიერთობის გამოცდილება
ცოდნა და უნარები
აუცილებელია:
- სტრესულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევები, კრიზისული სიტუაციების მართვის გამოცდილება
- კომუნიკაციის კარგი უნარები
პიროვნული მახასიათებლები
აუცილებელია:
- ემპათიური
- გუნდური მუშაობის ძლიერი უნარ-ჩვევები, კოლეგებთან ყოველდღიური ურთიერთობების სწორი წარმართვა
- პროფესიონალი, კეთილსინდისიერი და ლოიალური
- მოქნილი, ღია, მუდმივი ცვლილებებისადმი, მზადყოფნა სწავლისადმი
- წარმატებული და მიზანდასახული ურთიერთობის დამკვიდრება და შენარჩუნება
- როლის/პოზიციის განვითარებაში ინიციატივის გამოჩენის უნარი და მინიმალური ზედამხედველობით სამუშაოს შესრულების უნარი
- სხვა ეროვნების, რელიგიების და შეხედულების მიმართ პატივისცემა
სასურველია:
- ქველმოქმედების/მოხალისეობის სფეროს ცოდნა
- იუმორის გრძნობა
განაცხადის შეტანა:
სათანადო კვალიფიკაციის მქონე კანდიდატებს ეძლევათ საშუალება გამოაგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი ელმისამართზე:
გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიცია.
"საქართველოს კარიტასი" მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
განაცხადის შემოტანის საბოლოო ვადა: 22.09.2026
ორგანიზაციის შესახებ: "საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში.
მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgia;
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.