მიმღების თანამშრომელი
სასტუმრო Holiday Inn Express Tbilisi Avlabari ეძებს გუნდის ახალ წევრებს, კერძოდ: მიმღების თანამშრომელს
ფუნქციები და მოვალეობები: - დადგენილი სტანდარტების მიხედვით სტუმრების მიღება, განთავსება და გაცილება; - ჯავშნების მიღება, სისტემაში დაფიქსირება და მონიტორინგი; - სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო პროგრამული და ფინანსური ოპერაციების შესრულება; - შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის გაცემა; - შემოსული კორესპონდენციის მონიტორინგი და უკუკავშირი; - სტუმრებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება; - სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის მიწოდება ნომრებისა და ტარიფების, ასევე სასტუმროში არსებული სხვა ობიექტებისა და სერვისების შესახებ; - მიღება-განთავსების განყოფილების მენეჯერისთვის ინფორმაციის ეფექტურად მიწოდება; - სამუშაოს ეფექტურობისთვის საჭირო რეპორტების წარმოება; - სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია; - IHG Hotels and Resorts საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს შინაგანაწესის მიხედვით მოქმედება
საჭირო გამოცდილება და უნარ-ჩვევები: - ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა; - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - Opera Hotel Management System-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; - პუნქტუალობა და ორგანიზებულობა; - დროის სწორად გადანაწილების უნარი; - დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; - მულტიფუნქციურობა და დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ: - მეგობრულ გარემოს; - კარიერული განვითარების შესაძლებლობას; - საერთაშორისო ბრენდთან მუშაობის გამოცდილებასა და შესაბამისად, სერტიფიცირებულ ტრეინინგებს; - გლობალურ თანამშრომლის ფასდაკლებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სასტუმროებში; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - კვებას თანამშრომლებისთვის გამოყოფილ სივრცეში; - მოქნილ სამუშაო გრაფიკს (ცვლების მიხედვით); - კონკურენტუნარიან ანაზღაურებას
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ. მისამართზე და subject გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.