ბილინგის მენეჯერი
შპს "ქართულ-ამერიკული რეპროდუქციული კლინიკა რეპროარტი" აცხადებს ვაკანსიას ბილინგის მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23 სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:30 საათი; შაბათს, 09:30-15:00 საათი (დისტანციურად).
ძირითადი ფუნქციები
- კლინიკის სამედიცინო პროგრამაში (EMR) ბილინგის პროცესების ორგანიზება, მართვა და კონტროლი; სერვისების, ფასებისა და პაკეტების მონაცემების განახლება.
- გაწეული მომსახურების სრული და სწორი აღრიცხვის კონტროლი, ინვოისების გენერირება და გაცემა.
- გადახდების, ავანსებისა და ეტაპობრივი გადახდების აღრიცხვა, ჩარიცხვების ბუღალტერიასთან ერთად შედარება.
- დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და დებიტორებთან კომუნიკაცია.
- კონტრაგენტებთან გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესწავლა და შესრულების კონტროლი.
- სერვისებისა და სამედიცინო პროტოკოლების თვითღირებულების დათვლა.
- მკურნალობის პაკეტების შექმნა და განახლება, რეკალკულაცია და ინდივიდუალური საფასო შეთავაზებების მომზადება.
- დონაციისა და სუროგაციის პროგრამების კალკულაცია, აღრიცხვა და ინვოისირება.
- შემოსავლების ყოველთვიური ანგარიშგების, ანალიზისა და სტატისტიკური რეპორტების მომზადება მენეჯმენტისთვის.
- ბილინგის პროცესში ჩართული თანამშრომლების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
- მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება ბილინგის ან ფინანსების მიმართულებით.
- ინ ვიტრო განაყოფიერების კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- AccuracyMed-ის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
- ინგლისური ენის ცოდნა.
- MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა; ბილინგის ან ელექტრონული სამედიცინო ჩანაწერების სისტემებში მუშაობის გამოცდილება.
- თვითღირებულების აღრიცხვისა და ფასწარმოქმნის მეთოდების ცოდნა.
- ფინანსური მონაცემების ანალიზისა და ანგარიშგების მომზადების უნარი.
პიროვნული უნარები
- ანალიტიკური აზროვნება, სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა.
- გუნდური მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციისა და პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი.
- კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკის ნორმების გათვალისწინება.
დაინტერესების შემთხვევაში:
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 დეკემბერი, 2026 წელი.
Subject ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება — "ბილინგის მენეჯერი". გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას.
გისურვებთ წარმატებას!