IT ტექნიკოსი
კომპანია Bound Solutions აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: IT ტექნიკოსი
პოზიცია: IT ტექნიკოსი ხელფასი: დამოკიდებულია გამოცდილებასა და კვალიფიკაციაზე სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-19:00) მდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი
ძირითადი მოვალეობები
- ქსელის კაბელების გაყვანა, დიაგნოსტიკა და აღდგენა; Rack-ის მოწყობა, ქსელური მოწყობილობების ინსტალაცია და Patch Panel-ზე კაბელების ორგანიზება;
- კომპიუტერული და ქსელური ტექნიკის დისტრიბუცია, მონტაჟი და ტექნიკური გამართვა;
- ქსელური მოწყობილობების (Router, Switch, Firewall) კონფიგურაცია და ტექნიკური მხარდაჭერა;
- სერვერული ოთახების მოწესრიგებისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
- ინტერნეტ-პროვაიდერებთან ტექნიკური საკითხების კოორდინაცია და კომუნიკაცია;
- მონიტორინგის სენსორების, ვიდეოკამერებისა და ჩამწერი სისტემების ინსტალაცია და კონფიგურაცია;
- საკონფერენციო სივრცეების აუდიო/ვიდეო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა;
- მომხმარებლების ობიექტებზე პერიოდული ვიზიტები ტექნიკური მხარდაჭერისა და საჭირო სამუშაოების შესრულების მიზნით, შესაბამისი რეპორტინგით;
- Helpdesk სისტემაში მომხმარებლების ტექნიკური საკითხების რეგისტრაცია, თიქეტების დამუშავება და შესრულების მონიტორინგი;
- კრიტიკულ ტექნიკურ შეტყობინებებზე ოპერატიული რეაგირება და პრობლემების დროული აღმოფხვრა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი ან პროფესიული განათლება IT, ქსელური ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით;
- IT ტექნიკოსის, ქსელის ადმინისტრატორის ან ტექნიკური მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
- ქსელური ინფრასტრუქტურის, კაბელირების, Rack-ის, Patch Panel-ისა და ქსელური მოწყობილობების პრაქტიკული ცოდნა;
- Router, Switch და Firewall მოწყობილობების კონფიგურაციისა და დიაგნოსტიკის ცოდნა;
- ვიდეომეთვალყურეობისა და აუდიო/ვიდეო სისტემების ინსტალაციისა და ტექნიკური მხარდაჭერის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ტექნიკური პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების, დიაგნოსტიკისა და დამოუკიდებლად აღმოფხვრის უნარი;
- Helpdesk სისტემებთან მუშაობისა და ტექნიკური საკითხების დოკუმენტირების გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ოპერატიულობა და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ ელ.ფოსტაზე.
CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაოგამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბოუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ; ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).