საწყობის აღრიცხვის ოპერატორი / მტვირთავი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს საწყობის აღრიცხვის ოპერატორის და მტვირთავის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე: უნივერსიტეტის ქ. N6; სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.
საწყობის აღრიცხვის ოპერატორის ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში მიღებული პროდუქციის დალაგება/დასაწყობება;
- მიღებული პროდუქციის და შეკვეთების პროგრამულად აღრიცხვა;
- შემოსული შეკვეთების აღრიცხვა;
- დანაკლისი და ზედმეტი პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა;
- წუნდებული და დაბრუნებული პროდუქციის პროგრამულად აღრიცხვა.
ძირითადი მოთხოვნები
- პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია საწყობის ან/და აღრიცხვის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამებში მომხმარებლის დონეზე მუშაობის გამოცდილება.
მტვირთავის ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დასაწყობების უზრუნველყოფა;
- ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
- რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა.
ძირითადი მოთხოვნები
- აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.