8403 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JMY21SX4 გამოქვეყნდა 8 სექ 6 ნახვა

აჭარა ტექსტილი

აჭარა ტექსტილი

HR მენეჯერი

აჭარა ტექსტილი გარე განცხადება
რუსთავი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
₾1500 / თვეში ბოლო ვადა:

შპს "აჭარატექსტილე" აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები

** ვაკანსიის გამოცხადების ორგანიზება შესაბამის ვებგვერდების მეშვეობით;

** აპლიკანტების მიერ აპლიკაციის ფორმის შევსების უზრუნველყოფა, შევსების დროს გასაუბრება და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ტესტირების ჩატარება;

** დასაქმების მიზნით კანდიდატთა შერჩევა დაარქივებული აპლიკაციის ფორმებისა და ვაკანტური პოზიცი (ებ)ის მიხედვით. მათთან გასაუბრების ორგანიზება შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან ერთად;

** შერჩეულ კანდიდატებთან შრომითი ხელშეკრულებისა და მისი შემადგენელი დანართების და დოკუმენტების გაფორმება;

** დასაქმებულების სამუშაო პროცესზე დასწრების ყოველდღიური კონტროლი, არსებულ პროგრამაში მათი ასახვა, სამსახურში გამოცხადებული/არ გამოცხადებული დასაქმებულების შესახებ შესაბამისი რეპორტის მომზადება

სასურველი უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებული;

** პუნქტუალური და დისციპლინირებული

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

** კომუნიკაბელურობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: რუსთავი, ი.გაგარინის ქუჩა N 20

** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00

** ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

** სტაბილური სამსახური;

** ანაზღაურება - 1500 ლარი

დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ თავიანთი რეზიუმე შემდეგ მისამართზე შეტყობინების ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება HR მენეჯერი

გისურვებთ წარმატებას!

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "აჭარა ტექსტილეში" არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე, მის მიერ წარმოდგენილ განაცხადში და მასზე დართულ დოკუმენტებში მითითებული პერსონალური მონაცემები გამოყენებულ იქნება კონკურსის მიზნებისთვის, საკონკურსო პირობებთან კანდიდატის შესაბამისობის დასადგენად.

ამასთან, კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატის მიერ კონკურსის ეტაპზე წარმოდგენილი მონაცემები გამოყენებულ იქნება შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნისთვის კანონმდებლობით და დაწესებულების შიდა მარეგულირებელი აქტებით გათვალისწინებული პროცედურის უზრუნველსაყოფად და შესაბამის შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით, დაწესებულებისთვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აჭარა ტექსტილი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის