გაყიდვების მენეჯერი
"ტაბლა ნოვა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე სრული სამუშაო განაკვეთით.
სამუშაოს აღწერა
- გაყიდვების სტრატეგიის განსაზღვრა საცალო და ჰორეკა მიმართულებით და შესაბამისი, კალენდარული სამოქმედო გეგმის შემუშავება
- საცალო მიმართულება (პირდაპირი და ონლაინ გაყიდვები)
- კატეგორიის მენეჯერებთან კომუნიკაცია შემდეგ საკითხებზე
- გაყიდვის ახალი არხების მოძიება
- ასორტიმენტის შერჩევა/რეგისტრაცია, ფასები და სააქციო ღონისძიებები
- მიწოდების და გადახდის პირობები
- ახალი პროდუქტების დარეგისტრირება
- მომარაგებების დაგეგმვა-ორგანიზება სავაჭრო ობიექტების ჭრილში
შიდა პროცესები
- გაყიდვების და ნაშთების ანალიზი ქსელების / გაყიდვის პუნქტების ჭრილში, მარაგების და გეგმების კონტროლი, სტრატეგიის განსაზღვრა
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
ჰორეკა მიმართულება
- უკვე არსებული მომხმარებელთან მუდმივი კომუნიკაცია
- პოტენციური მოხმარებლების მოძიება
- მომხმარებლებისთვის პროდუქტის და მომსახურების შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მოწოდება, კონსულტაციის გაწევა, პრეზენტაციის და მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვა
- ინდივიდუალური შეკვეთის მიღება, ადმინისტრირება, მონიტორინგი
- მომხმარებელთა ბაზის მენეჯმენტი, პოტენციურ მომხმარებელთა ბაზრის კვლევა
- რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან
- მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება და მომხმარებლებისთვის შეთავაზება.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ორგანიზებული
- პუნქტუალური
- კეთილსინდისიერი
- შრომისმოყვარე
- კომუნიკაბელური
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.
- სამუშაო ადგილი: თბილისი.
გამოსაცდელი პერიოდი: 2 თვე (ანაზღაურებადი)
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება