გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JSMNMZGB გამოქვეყნდა 5 ნოე 22 ნახვა

გაყიდვების ხელმძღვანელი

ქარექს ავტო

ქარექს ავტო

ქარექს ავტო გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
₾2000 / თვეში −22% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,577 ₾ · 154 განცხადება ბოლო ვადა: 4 დეკ
შესვლა და განაცხადი

„ქარექს ავტო“ არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც გამოცდილი გუნდით უზრუნველყოფს ავტომობილების იმპორტს აშშ-ის წამყვანი აუქციონებიდან საქართველოში.

თბილისის ოფისისთვის ვეძებთ გაყიდვების ხელმძღვანელს, რომელიც უხელმძღვანელებს გაყიდვების გუნდს, განავითარებს გაყიდვების პროცესს და პასუხისმგებელი იქნება გუნდის შედეგებზე.

ძირითადი მოვალეობები

  • გაყიდვების გუნდის ყოველდღიური მართვა, ამოცანების განაწილება და შესრულების კონტროლი;
  • გაყიდვების გეგმების შემუშავება და მათი შესრულების უზრუნველყოფა;
  • შემოსული ლიდების განაწილება და მომხმარებლებთან დროული კომუნიკაციის კონტროლი;
  • გაყიდვების მაჩვენებლების ანალიზი და კონვერსიის გაუმჯობესება;
  • გუნდის წევრების სწავლება, განვითარება და მოტივაცია;
  • მომხმარებელთა ბაზის წარმოებისა და განახლების კონტროლი;
  • მნიშვნელოვან მომხმარებლებთან მოლაპარაკება და რთულ შემთხვევებში გუნდის მხარდაჭერა;
  • ხელმძღვანელობისთვის გაყიდვების შედეგების შესახებ რეგულარული ანგარიშგება.

რას ველით კანდიდატისგან

  • გაყიდვებში მუშაობისა და გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობის გამოცდილებას;
  • გუნდისთვის მიზნების დასახვისა და შედეგების მართვის უნარს;
  • მოლაპარაკებისა და მომხმარებელთან ურთიერთობის ძლიერ უნარებს;
  • ანალიტიკურ აზროვნებას, ორგანიზებულობასა და პასუხისმგებლობის გრძნობას;
  • ინიციატივიანობას და გუნდის განვითარების სურვილს.
  • ავტომობილების სპეციფიკის, აშშ-ის აუქციონებისა და იმპორტის პროცესის ცოდნა, ასევე უცხო ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად.
  • მოჭრილი ანაზღაურება: 2000 ლარი, + შედეგებზე მიბმული ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ

  • გამოცდილ და მეგობრულ გუნდს;
  • გაყიდვების პროცესების განვითარებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივას.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე წერილის სათაურში მიუთითეთ: „გაყიდვების ხელმძღვანელი“.

გაგვიცანით: ვებგვერდი | Facebook | TikTok

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა