სტაჟიორი მექანიკოსი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 26 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიებს მარნეულის ფილიალში სტაჟიორი მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. მარნეული, 26 მაისის ქუჩა; სამუშაო საათები: 10:00-19:00.
სტაჟიორი- მექანიკოსის ძირითადი მოვალეობები: - ავტომობილის დათვალიერება, ტექნიკური საჭიროებების დადგენა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; - ცვლადი დეტალების ცვეთის ხარისხის განსაზღვრა და მომხარებლის მიერ მოწადებული ინფორმაციის საფუძველზე ტექნიკური ხარვეზის მიზეზის დადგენა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; - ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინებული ცვლადი დეტალის/მასალის შეცვლა; - ტექნიკური ხარვეზის გამომწვევი დეტალის/მასალის შეცვლა ხელოსნის/სერვისის მენეჯერის ზედამხედველობის ქვეშ; - ინსტრუმენტებისა და დანადგარების მოხმარების წესების დაცვა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.