დაწყებითი კლასების მასწავლებლის დამხმარე/ასისტენტი
დიდ დიღომში მდებარე სასწავლო ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დაწყებითი კლასების მასწავლებლის დამხმარის (ასისტენტის) პოზიციაზე.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, პოზიტიურ და ბავშვებთან მუშაობის მოყვარულ ადამიანს,
კანდიდატის შერჩევისას გათვალისწინებული იქნება ამ მიმართულებით სამუშაო გამოცდილება, თუმცა არ მიენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00-13:00;
- დღეში 3 საათი, კვირაში ჯამურად 15 საათი;
- ანაზღაურება: 500 ლარი თვეში;
- საჯარო დღესასწაულებზე ანაზღაურებადი დასვენება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- დაწყებითი კლასების საბაზისო საგნების საფუძვლიანი ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მშვიდი, გაწონასწორებული და ხალისიანი პიროვნება;
- ბავშვებთან ურთიერთობისა და მუშაობის სურვილი;
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ
- სანდო, მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
- კარიერული წინსვლის პერსპექტივას;
- ანაზღაურების ზრდის შესაძლებლობას;
- მოსახერხებელ ადგილმდებარეობას — როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების, ისე კვების ობიექტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.
რატომ არის ეს კარგი შესაძლებლობა?
მოქნილი, მოკლე სამუშაო გრაფიკი საშუალებას გაძლევთ, შეუთავსოთ სწავლა, მუშაობა ან სხვა პირადი ვალდებულებები სამსახურს, პარალელურად მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება განათლების სფეროში, განივითაროთ პროფესიული უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ მეილზე და გამოგვიგზავნეთ მოკლე ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ.