← ყველა ვაკანსია

JV7DKBFR გამოქვეყნდა 22 ოქტ 142 ნახვა

ტექნიკური ტრენერი

GT Motors

GT Motors

GT Motors გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ორიგინალზე გადასვლა ↗

გამოქვეყნდა 22 ოქტ (დარჩა 5 დღე) ბოლო ვადა: 20 ნოე

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების, Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/MINI-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00

ტექნიკური ტრენერი პასუხისმგებელია კომპანიის მასშტაბით ტექნიკური ტრენინგის პროგრამების შემუშავებაზე და ჩატარებაზე. პოზიცია მოიცავს ტრენინგების ჩატარებას როგორც ტექნიკურ პერსონალისთვის, ისე კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ პროდუქტის ტექნიკური ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები

  • ტექნიკური ტრენინგების ჩატარება სერვისის, მ.შ. სამღებრო-სათუნუქე უბნის, ტექნიკოსებისთვის და სახელოსნოს სხვა პერსონალისთვის.
  • ტექნიკური ცნობიერებისა და პროდუქტის ტრენინგების ჩატარება კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის (მაგ., სერვისის მრჩევლებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, ქოლ-ცენტრის პერსონალისთვის, ა.შ.).
  • ტექნიკური პერსონალის მოზადება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და მწარმოებლის/ბრენდის სერტიფიცირებისთვის.
  • ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერთან და ტექნიკური ტრენინგების მენეჯერთან ერთად წლიური ტექნიკური ტრენინგის კალენდარის დაგეგმვა და მართვა.
  • ტრენინგის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესების გზების შეთავაზება.
  • ახალი ტექნიკური პერსონალის ინტეგრაციის (Onboarding) მხარდაჭერა პირველადი (Induction) ტრენინგის მეშვეობით.
  • იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ტრენინგი შეესაბამებოდეს მწარმოებლის სტანდარტებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

სავალდებულო კვალიფიკაცია და გამოცდილება

  • განათლება ელექტრო- ან მექანიკური ინჟინერიის დარგში.
  • ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი.
  • ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერით, ისე ზეპირად).
  • ავტომობილების ტექნიკური სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა.
  • თანამშრომელთა ტექნიკური კვალიფიკაციის გამოცდებისა და სერტიფიცირების პროცესებისთვის მომზადების გამოცდილება.
  • პრეზენტაციის, ფასილიტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები.
  • საოფისე/საპრეზენტაციო სტანდარტული პროგრამების ფლობა

სასურველი კვალიფიკაცია და გამოცდილება

  • მწარმოებლის/ბრენდის მიერ მინიჭებული ტექნიკური ტრენერის სერტიფიცირება/აკრედიტაცია.
  • ტრენერის სერტიფიკატი ან აკრედიტაცია (მაგ., ზრდასრულთა ტრენინგის/ტრენერთა ტრენინგის აღიარებული კვალიფიკაცია).
  • ავტორიზებულ ავტოდილერთა ქსელში ან იმპორტიორთან მუშაობის გამოცდილება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ru6VB6Vb

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა