გაყიდვების მრჩეველი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას თბილისის ფილიალში შემდეგ პოზიციებზე: გაყიდვების მრჩეველი;
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00
გაყიდვების მრჩეველის ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - ობიექტში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება; - ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; - სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); - სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; - დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.
ძირითადი მოთხოვნები: - პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; - სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პოზიციის მიმართულებით.
აუცილებელი უნარები: - ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.