8,467 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JX6TA8HT გამოქვეყნდა 14 სექ 1 ნახვა

Communal Hospitality

Communal Hospitality

ბუღალტერი

Communal Hospitality გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 15 ოქტ

"კომუნალ ჰოსფითალითი" წამყვანი ქართული კომპანიაა სტუმარ-მასპინძლობის სფეროში, რომელიც მოიცავს "კომუნალ" ბრენდის ბუტიკ სასტუმროებს, კონცეპტუალურ რესტორნებსა და კოქტეილ ბარებს. "კომუნალ ჰოსფითალითი" 2017 წელს შეიქმნა და მას შემდეგ თბილისში, თელავში და ქუთაისში კრეატიული პროექტები განახორციელა. კომუნალ ბრენდის სასტუმროებმა და რესტორნებმა საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს ისეთ გავლენიან გამომცემლობებში, როგორებიცაა: ვოგი, თაიმ, ლე ფიგარო.

"კომუნალ ჰოსფითალითი" ორიენტირებულია კრეატიული, თანამედროვე კონცეფციების შექმნა-დანერგვაზე, ევროპული მართვის მოდელზე და გუნდის წევრების მუდმივ განვითარებაზე.

"კომუნალ ჰოსფითალითი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სასტუმროს, რესტორნისა და სამშენებლო მიმართულებების საბუღალტრო მონაცემების დამუშავება და შესაბამის საბუღალტრო პროგრამაში ასახვა;
  • განსაზღვრული პერიოდის პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავება, დახარისხება და ბაზაში შეტანა;
  • განსაზღვრული პერიოდის დაგროვილი ფინანსური ინფორმაციის დამუშავება, პროგრამაში ასატვირთი ექსელის ფაილებში, მიღებული მითითებების გათვალისწინებით;
  • დიდი მონაცემების დახარისხება, გაერთიანება, დაჯგუფება და შედარება ექსელის ფაილებში;
  • პირველადი დოკუმენტაციის შედარება ბაზაში არსებულ გატარებებთან, ხარვეზების გამოვლენა და გასწორება პროგრამაში;
  • შესყიდვებისა და რეალიზაციის დოკუმენტების, ინვოისების, ზედნადებებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის პროგრამაში ასახვა;
  • საბანკო ოპერაციების დამუშავება და საბუღალტრო ბაზაში გატარება;
  • შემოსავლებისა და ხარჯების შესაბამის ანგარიშებზე სწორად გადანაწილება და გატარება;
  • საჭიროების შემთხვევაში დებიტორებისა და კრედიტორების მონაცემების დამუშავება და ნაშთების გადამოწმება;
  • საბუღალტრო ბაზაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულის კონტროლი;
  • განსაზღვრული პერიოდის დაგროვილი საბუღალტრო ინფორმაციის სრულად დამუშავება შეთანხმებული ვადის ფარგლებში;
  • უშუალო ხელმძღვანელის/მთავარი ბუღალტრისთვის შესრულებული სამუშაოს სტატუსისა და გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  • მოთხოვნები და საჭირო უნარები
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • სარესტორნო ან სასტუმრო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საქართველოს საგადასახადო და ფინანსური კანონმდებლობის ღრმა ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

პიროვნული თვისებები:

  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • გუნდური მუშაობის და თანამშრომლობის უნარი;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი

კანდიდატები, რომლებიც დააკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს, გაივლიან გასაუბრებას. დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Communal Hospitality
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა