9388 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

JXDHQNWB გამოქვეყნდა 28 ოქტ 7 ნახვა

გაყიდვების დირექტორის მოადგილე

უნისონი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 29 ნოე
დაზღვევა · განცხადებაში

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" 2011 წლიდან ზრუნავს ადამიანებისა და ბიზნესების ფინანსურ უსაფრთხოებაზე. წლების განმავლობაში ჩვენ ჩამოვყალიბდით ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად, რომელსაც მომხმარებლები ენდობიან პროფესიონალიზმის, ინოვაციური მიდგომებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გამო.

ჩვენ მუდმივად ვავითარებთ პროდუქტებსა და სერვისებს, ვნერგავთ თანამედროვე ციფრულ გადაწყვეტილებებს და ვქმნით საუკეთესო გამოცდილებას ჩვენი მომხმარებლებისთვის.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც ფასდება ინიციატივა, პროფესიული განვითარება და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა, შემოუერთდით "უნისონის" გუნდს.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების დირექტორის მოადგილის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

  • გაყიდვების სტრატეგიისა და წლიური/კვარტალური გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი, ახალი ბიზნესშესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • ახალი პროდუქტების, ტარიფებისა და გაყიდვების ინიციატივების შესახებ წინადადებების მომზადება.
  • გაყიდვების გეგმების შესრულების მონიტორინგი, შედეგების ანალიზი და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა.
  • გაყიდვების Pipeline-ის მართვა და CRM-ში მონაცემების სიზუსტის კონტროლი.
  • გაყიდვების შედეგების, მომგებიანობისა და დებიტორული დავალიანების მონიტორინგი და ანგარიშგება.
  • პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოზიდვა და ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
  • მნიშვნელოვანი გარიგებების მოლაპარაკებისა და დახურვის პროცესის კოორდინაცია.
  • ინდივიდუალური სადაზღვევო შეთავაზებების მომზადებისა და დამატებითი გაყიდვების პროცესის მართვა შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან თანამშრომლობით.
  • კორპორატიულ კლიენტებთან და პარტნიორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება.
  • პოლისების განახლებისა და გაყიდვის შემდგომი მომსახურების პროცესების კონტროლი.
  • კლიენტების მოთხოვნებისა და საჩივრების მართვა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე ზრუნვა
  • გაყიდვების მენეჯერებისა და გუნდის ლიდერების საქმიანობის ზედამხედველობა და კოორდინაცია.
  • თანამშრომელთა შედეგების შეფასება, KPI-ების შესრულების მონიტორინგი და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.
  • თანამშრომელთა შერჩევის, ადაპტაციისა და მოტივაციის პროცესებში მონაწილეობა, კანონმდებლობისა და შიდა პოლიტიკის დაცვის კონტროლი.
  • გაყიდვების დირექტორის არყოფნის პერიოდში მისი ფუნქციების შესრულება დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, ფინანსების ან მომიჯნავე სფეროში; MBA უპირატესობაა.
  • სადაზღვევო ან სხვა სექტორში გაყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.
  • მათ შორის, გუნდის მართვის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • კორპორატიულ კლიენტებთან მსხვილ გარიგებებზე მოლაპარაკების და ტენდერებში მონაწილეობის გამოცდილება.
  • სადაზღვევო პროდუქტების (ქონება, სამედიცინო, სიცოცხლე, ავტო/KASKO, პასუხისმგებლობა და საგარანტიო დაზღვევა) ცოდნა და ანდერრაიტინგის ძირითადი პრინციპების გააზრება;
  • საქართველოს სადაზღვევო კანონმდებლობის, ეროვნული ბანკის რეგულაციებისა და AML/KYC მოთხოვნების ცოდნა;
  • საქართველოს სადაზღვევო ბაზრისა და კონკურენტული გარემოს ცოდნა;
  • CRM სისტემებთან მუშაობისა და MS Excel-ის მონაცემთა ანალიზისთვის გამოყენების უნარი.
  • უცხო ენები: ინგლისური და რუსული ენის ცოდნა (სადაზღვევო ვორდინგებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან სამუშაოდ);

აუცილებელი უნარები:

  • ლიდერული და გუნდის მართვის ძლიერი უნარები;
  • გაყიდვებსა და შედეგზე ორიენტირებული აზროვნება;
  • მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის მაღალი უნარები;
  • ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრობლემების ეფექტურად გადაჭრისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივიანობა.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების დირექტორის მოადგილე

დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა