8593 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

JXSE8BPQ გამოქვეყნდა 11 სექ 10 ნახვა

Discarry

Discarry

დისპეტჩერი

Discarry გარე განცხადება
დისტანციური სრული განაკვეთი ლოგისტიკა / მძღოლები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

"Discarry LLC" არის აშშ-ის ბაზარზე მოქმედი სატრანსპორტო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია ავტომობილების გადაზიდვაზე (Car Hauling).

კომპანიის ზრდასთან ერთად ვეძებთ დისპეტჩერს, რომელიც შეუერთდება ჩვენს გუნდს თბილისში და იმუშავებს ამერიკულ ლოჯისტიკურ ბაზარზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

დისპეტჩერის მთავარი ამოცანაა მის პორტფელში არსებული მძღოლების ეფექტურად დატვირთვა, მათი მარშრუტებისა და მაქსიმალურად მომგებიანი რეისების დაგეგმვა.

ძირითადი მოვალეობებია:

** აშშ-ის ბაზარზე ავტომობილების გადასაზიდი ტვირთების მოძიება;

** Load Board-ებთან მუშაობა;

** ბროკერებთან და კლიენტებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება;

** გადაზიდვის ფასზე მოლაპარაკება და საუკეთესო შესაძლო Rate-ის მიღება;

** მძღოლებისთვის ოპტიმალური მარშრუტებისა და რეისების დაგეგმვა;

** Pickup და Delivery დეტალების კოორდინაცია და კონტროლი;

** მძღოლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;

** მიმდინარე რეისების კონტროლი და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარება;

** თითოეული მძღოლის კვირის შედეგებისა და შემოსავლის მაქსიმიზაციაზე მუშაობა;

** გადაზიდვასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტაციის სწორად მართვა.

ვის ვეძებთ?

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანი, რომელსაც აქვს:

** ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა - განსაკუთრებით სასაუბრო ინგლისური;

** ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარი;

** სწრაფად აზროვნებისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** კომპიუტერთან თავისუფლად და სწრაფად მუშაობის უნარი;

** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი;

** შედეგზე ორიენტირებული მიდგომა.

აშშ-ის ლოჯისტიკის ან დისპეტჩინგის სფეროში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.

რას გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაოს მზარდ კომპანიაში;

** ამერიკული ლოჯისტიკის სფეროში პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

** რეალურ შესაძლებლობას, რომ შენი შემოსავალი პირდაპირ იყოს დაკავშირებული შენს შედეგებთან ზედა ზღვრის გარეშე;

** გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობისა და Car Hauling ინდუსტრიის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობას;

** კარიერული ზრდის შესაძლებლობას კომპანიის გაფართოებასთან ერთად;

** კორპორატიულ დაზღვევას;

** Fitpass-ს.

სხვა დეტალები:

** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, კოსტავას ქუჩა (სამუშაო არ არის ჰიბრიდული ან დისტანციური)

** გრაფიკი - ამერიკის სამუშაო საათებზე მორგებული

** სამუშაო განაკვეთი - სრული

თუ კარგად საუბრობ ინგლისურად, კომუნიკაცია და მოლაპარაკება შენი ძლიერი მხარეა და გინდა იმუშაო დინამიკურ, შედეგზე ორიენტირებულ გარემოში - გამოგვიგზავნე შენი CV მისამართზე:.

Subject / სათაური: დისპეტჩერის ვაკანსია

გთხოვთ იმეილში წერილობით დაადასტუროთ, რომ ვაკანსიის პირობებს სრულად გაეცანით და ამერიკის დროზე მორგებული გრაფიკი და ოფისიდან მუშაობა თქვენთვის მისაღებია.

წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს აპლიკანტის განაცხადი არ განიხილოს.

გისურვებთ წარმატებას.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Discarry
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა