შიდა ინვენტარიზაციის სპეციალისტი
"Jibe Cash & Carry" აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - შიდა ინვენტარიზაციის სპეციალისტი მარნეულის ფილიალში.
"ჯიბე Cash & Carry" არის პირველი და ერთადერთი საბითუმო სავაჭრო ქსელი საქართველოში, რომელიც ემსახურება იურიდიულ პირებს და საცალო მომხმარებლებს.
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, 10:00-18:00 (ორშ-პარასკევი), 10:00-16:00 (შაბათი) ანაზღაურება: 1700 ლარი (გამოსაცდელ პერიოდში 1500 ლარი)
ფუნქცია-მოვალეობები:
- კომპანიის მიერ შემუშავებული სტანდარტების კონტროლი მაღაზიაში, ყველა მიმართულებით, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
- პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების კონტროლი
- პროდუქციის ვადიანობისა და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი;
- სარეალიზაციო პროდუქციაზე ფასდებულის კონტროლი;
- სავაჭრო დარბაზის, თაროების, პროდუქციის, სამუშაო ინვენტარის სისუფთავის კონტროლი;
- მაღაზიაში არსებული სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის ჩატარების უზრუნველყოფა უწყვეტ რეჟიმში, ხელმძღვანელის მითითებების შესაბამისად
- ინვენტარიზაციის პროცესში აღმოჩენილი უზუსტობების მომენტალური გადამოწმება შესაბამისი ტექნოლოგიური საშუალებებით (კამერის ჩანაწერი, პროგრამული უზრუნველყოფა)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია სასაქონლო მარაგების ინვენტარიზაციის მიმართულებით გამოცდილება
- აუცილებელია პირველადი მოხმარების და სასურსათო პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა
- სასურველია სასაქონლო მარაგების მართვის პროგრამის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება აპექსის მცოდნეს).
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ინვენტარიზაციის სპეციალისტი".
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xjDj1J0e
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.