ავტო გაყიდვების მენეჯერი
ავტოიმპორტიორი კომპანია "HOA AUTO IMPORT" საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 5 წელია. კომპანიას ყავს წარმომადგენლობა სამხრეთ კორეასა და ამერიკაში, საიდანაც ახდენს ავტომობილების იმპორტს საქართველოში.
ჰოა ავტო იმპორტი აცხადებს ვაკანსიას ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში .
ანაზღაურება: 2000-2500 ლარი განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
ძირითადი ფუნქციები: - მომხმარებლების ბაზის მართვა და მათთან ინტენსიური კომუნიკაცია; - მომხმარებლების მოთხოვნების შესაბამისად მათთვის სასურველი ავტომობილის მოძიება, მსოფლიოს წამყვან სააუქციონო ბაზრებზე; - გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია); - საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე); - გამოცდილება გაყიდვების სფეროში ჩაითველბა უპირატესობად; - ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; - ავტომობლის სპეციფიკისა და მახასიათებლების ცოდნა, ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული მახასიათებლები: - პრეზენტაციის უნარი; - კეთილგანწყობა/პოზიტიურობა; - ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი; - ყურადღება დეტალების მიმართ. - კომუნიკაბელურობა, - ორგანიზებულობა, - გუნდური მუშაობის უნარი; - კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები: - ჯამრთელობის დაზღვევა;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@hoaautoimport.ge. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება : ავტო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.