ტენდერი - BMZ პროექტის აუდიტი
ვორლდ ვიჟენ საქართველო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: წინასწარი კვალიფიკაცია და შერჩევა — გარე დამოუკიდებელი აუდიტის მომსახურება
გამოცხადების თარიღი: 2026 წლის 12 ნოემბერი
ვორლდ ვიჟენის შესახებ ვორლდ ვიჟენი არის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ჰუმანიტარული განვითარებისა და ადვოკატირების ორგანიზაცია, რომელიც მოქმედებს თითქმის 100 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.wvi.org/georgia.
მოწვევა მონაწილეობისთვის
- ვორლდ ვიჟენ საქართველო იწვევს პოტენციურ მომწოდებლებს, მიიღონ მონაწილეობა გარე დამოუკიდებელი აუდიტის მომსახურების პრეკვალიფიკაციასა და შერჩევაში პროექტისთვის „სოციალური მომსახურების აუთსორსინგი საქართველოში — ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები ხარისხიანი მომსახურებისთვის“, რომელსაც აფინანსებს გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ). შერჩეული აუდიტორი ჩაატარებს შუალედურ აუდიტს (პერიოდი: 01.12.2024 – 31.05.2026) და საბოლოო აუდიტს (პერიოდი: 01.06.2026 – 30.11.2027). მივიღებთ განაცხადებს კარგად დამკვიდრებული და სანდო მომწოდებლებისგან.
- დოკუმენტაციის წარდგენა და შერჩევა განხორციელდება ვორლდ ვიჟენის ელექტრონული შესყიდვების სისტემის (Provision/Coupa) მეშვეობით.
ძირითადი ვადები სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის მოთხოვნის ვადა: 2026 წლის 18 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით, GMT+4). სისტემაზე წვდომისა და სრული დოკუმენტაციის პაკეტის მოთხოვნისთვის, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ ელ. წერილი მისამართზე. გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ შერჩევის დასახელება — „BMZ Audit”
წინადადების ატვირთვის ბოლო ვადა: 2026 წლის 20 ნოემბერი, 17:00 საათი (თბილისის დროით, GMT+4) ვადის გასვლის შემდეგ ან ვორლდ ვიჟენის შესყიდვების სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
კონტაქტი და განმარტებები პროცესთან დაკავშირებული განმარტებებისთვის, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ვორლდ ვიჟენი საქართველო 78, დ. უზნაძის ქუჩა, თბილისი, საქართველო ელ. ფოსტა.