9769 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K2E4E1A5 გამოქვეყნდა 5 ოქტ 45 ნახვა

სამერი ჯგუფი

სამერი ჯგუფი

შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

სამერი ჯგუფი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾2000 / თვეში −15% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,352 ₾ · 151 განცხადება ბოლო ვადა: 3 ნოე

„სამერი ჯგუფი“ აცხადებს ვაკანსიას: შოურუმის გაყიდვების მენეჯერი

ვინ ვართ ჩვენ: - „სამერი ჯგუფი“ არის პრემიუმ ხარისხის კარისა და ავეჯის მწარმოებელი კომპანია, რომელიც თავად უზრუნველყოფს დიზაინს, წარმოებასა და საბოლოო მონტაჟს. - ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებებია მაღალი სტანდარტები, პროფესიონალიზმი და ინდივიდუალური მიდგომა თითოეული პროექტის მიმართ. მრავალწლიანი გამოცდილებითა და სანდო რეპუტაციით, ჩვენ ვქმნით პროდუქტს, რომელიც თქვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

რატომ „სამერი ჯგუფი“? - ჩვენთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ: - იმუშავებ გარემოში, სადაც შენი პროფესიული ცოდნა პირდაპირ განსაზღვრავს შედეგს და დაფასდება როგორც ფინანსურად, ისე კარიერულად; - ჩაერთვები პროექტებში, რომლებიც მოითხოვს ტექნიკურ აზროვნებას, კონსულტაციასა და პროცესების მართვას - აქ ყოველი დღე სტანდარტული რუტინა არ არის; - გექნება პასუხისმგებლობა და თავისუფლება გადაწყვეტილებების მიღებაში, რაც რეალურ განვითარებას უზრუნველყოფს; - მიიღებ კონკურენტულ ანაზღაურებას - ფიქსირებულ ხელფასს + ბონუსს გაყიდვებიდან; - იმუშავებ სტაბილურ, კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოში, სადაც გუნდის თითოეული წევრი ერთიან შედეგზეა ორიენტირებული;

პოზიციის შესახებ - პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს კლიენტის სრული მხარდაჭერა გაყიდვების პროცესის ყველა ეტაპზე: დაინტერესებიდან - საბოლოო პროდუქტის ჩაბარებამდე.

ძირითადი პასუხისმგებლობები - სოციალური ქსელებიდან შემოსულ კითხვებზე პასუხის გაცემა, კლიენტის დაინტერესება და კონვერსიის მხარდაჭერა - პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია შოურუმში - დახვედრა და მოდელების წარდგენა - კარის სპეციფიკაციების ახსნა; ფერების, მასალებისა და დიზაინის არჩევაში კლიენტის მხარდაჭერა - განფასების მომზადება კლიენტისთვის სასურველი რაოდენობისა და სპეციფიკაციების გათვალისწინებით - შეკვეთების გაფორმება და ხელშეკრულების მომზადება - თანხის ჩარიცხვის კონტროლი და მიღების დადასტურება - კლიენტთან მუდმივი კომუნიკაცია შეკვეთის დასრულებამდე - რემონტთან და კარ-ავეჯთან დაკავშირებულ ჯგუფებში აქტიური კომუნიკაცია

მოთხოვნები - გაყიდვების მიმართულებით, კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება (აუცილებელი) - კარ-ავეჯის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველი) - სოციალური ქსელებში აქტიურობის გამოცდილება, კლიენტებთან კომუნიკაციის მიმართულებით (აუცილებელი) - რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (აუცილებელი) - კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი - შეთავაზების, პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარი - ზუსტი და პასუხისმგებლობით შესრულებული სამუშაო

პიროვნული თვისებები - კლიენტზე ორიენტირებული, ენერგიული და აქტიური - სწრაფად ადაპტირებადი - შემოქმედებითი და პრაგმატული კომუნიკაციაში - კომპლექსური გაყიდვების პროცესის მართვის უნარი

პირობები - ანაზღაურება: 2 000 ₾ + - სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი | 10:00-19:00 - სამუშაო ადგილი: თბილისი, ა. წერეთლის გამზ. 126

როგორ შეიტანოთ განაცხადი: დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მითითებულ ელ.ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „შოურუმის გაყიდვების მენეჯერი“

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა