9837 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K4KWMSDV გამოქვეყნდა 21 ოქტ 2 ნახვა

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია

შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 18 ნოე

საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

არსებითი პირობები: - სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათაო ოფისი - სამუშაოს გრაფიკი: 09:30 სთ-18:30 სთ, შესვენება 1 საათი - სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

ძირითადი მოვალეობები: - ფიზიკური პირების მიერ გაწეული მომსახურებების სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა და კონტროლი; - საზღვარგარეთ მივლინებებთან, ავიაბილეთებსა და სასტუმროების ჯავშნებთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა და კონტროლი; - ბიზნესბარათებით განხორციელებული საბანკო ტრანზაქციებისა და გადახდილი მომსახურებების აღრიცხვა, შესაბამისი დაბეგვრა და კონტროლი; - იჯარის, ლაბორატორიული და სარემონტო მომსახურებების რეალიზაციის აღრიცხვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში; - შიდა მოხმარებისა და რეალიზაციისთვის შეძენილი ბუნებრივი აირის აღრიცხვა, რეალიზაციის ოპერაციების პროგრამაში ასახვა და ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა; - ბუნებრივი აირის დებიტორული დავალიანებების შესახებ ფაილის ყოველკვირეულად მომზადება; - ჯანმრთელობის დაზღვევის თანხების აღრიცხვა და ინვოისებთან შეჯერება; - ქონების დაზღვევის ფაილის მომზადება, შესაბამისი ოპერაციებისა და სადაზღვევო ზიანის ანაზღაურების აქტების პროგრამაში ასახვა; - მიღებულ და გაცემულ სესხებთან დაკავშირებული ფაილების მომზადება და ოპერაციების სააღრიცხვო პროგრამაში ასახვა; - მარეგულირებლის მომსახურებასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვა; - მოგების გადასახადის დეკლარაციის მომზადება და წარდგენა; - დებიტორული და კრედიტორული ანგარიშების შემოწმება, შესაბამისი გატარებების განხორციელება და შედარების აქტების მომზადება; - სავალუტო ნაშთების გადაფასება და თვის ბოლოს განხორციელებულ ოპერაციებთან დაკავშირებული საბუღალტრო ანგარიშების გადამოწმება.

კანდიდატს უნდა ჰქონდეს: - უმაღლესი განათლება ბუღალტრული აღრიცხვის, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით; - ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა; - სააღრიცხვო პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; - MS Excel-ის კარგი ცოდნა;

პიროვნული მახასიათებლები: - ანალიტიკური აზროვნება; - როგორც დამოუკიდებლად, ასევე, გუნდური მუშაობის უნარი; - სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტური განაწილების უნარი; - დისციპლინირებულობა; - ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე.

მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის ტექსტი; ასევე გთხოვთ გაგვიზიარეთ სახელფასო მოლოდინი. განაცხადის გამოგზავნის ბოლო ვადაა 20 ნოემბერი შერჩევის პროცესი დაიწყება განაცხადების მიღების პარალელურად, ამიტომ, ნუ დააყოვნებთ რეზუმეს გაზიარებას.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს თქვენს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული დოკუმენტის მითითებულ ბმულზე გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“(ს/კ:230866783) (შემდგომში „კომპანია“) მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გამოცხადებულ ვაკანსიასთან ან/და სამომავლო ვაკანსიებთან თქვენი შესაბამისობის დადგენის მიზნით არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადისა; გაცნობებთ, რომ თქვენ სარგებლობთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით, მათ შორის და არა მხოლოდ, მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების, თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, წაშლის, განადგურების ან/და მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნის უფლებებით; ამისთვის უნდა მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე კომპანია აცხადებს, რომ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა