გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

K53FP95J გამოქვეყნდა 31 ოქტ 42 ნახვა

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

შარმ ტრეიდინგი გარე განცხადება
₾1400 / თვეში −28% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 1,946 ₾ · 33 განცხადება ბოლო ვადა: 1 დეკ
შესვლა და განაცხადი
დაზღვევა · განცხადებაში

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტი პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი); საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 6 სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ. ანაზღაურება: 1400 ლარი + ტრანსპორტირება + კვება

ფუნქცია-მოვალეობები

  • საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური აღწერა/კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი საწყობის მენეჯერთან;
  • ხარვეზების/დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა;
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დამატებითი უნარები

  • ორგანიზებული;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ

  • ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);
  • კვებას;
  • ტრანსპორტირებას;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ინვენტარიზაციის სპეციალისტი"

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა