მოლარე
ხორცპროდუქტების საფირმო მაღაზია აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე!
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ყურადღებიან და მოწესრიგებულ თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებას და სალარო ოპერაციების სწორად შესრულებას.
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების თავაზიანი და ეფექტური მომსახურება;
- გაყიდული პროდუქციის გატარება
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
- სალარო აპარატთან მუშაობა და გაყიდვების პროგრამაში ოპერაციების სწორად ასახვა;
- ონლაინ შეკვეთების მიღება და კონსულტანტისთვის გადაცემა;
- პროდუქციის ღირებულების ზუსტად დათვლა და გადახდის მიღება;
- ქვითრების გაცემა და სალარო ოპერაციების აღრიცხვა;
- სალაროში არსებული თანხის კონტროლი და ცვლის ბოლოს სალაროს შეჯერება;
- მაღაზიის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
- მოლარედ მუშაობის გამოცდილება;
- სალარო აპარატთან მუშაობის უნარი;
- სიზუსტე და ყურადღება დეტალების მიმართ;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა.
- სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კონკურენტულ ანაზღაურებას;
- თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სამუშაო გარემოს.
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
- გრაფიკი: ცვლებში შეთანხმებით;
- ანაზღაურება: საათობრივი დატვირთვისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.