8,506 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K6C3675S გამოქვეყნდა 15 სექ 1 ნახვა

საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტი

მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის მკვლევარი

თბილისი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 16 ოქტ

საქართველოს უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა აცხადებს ვაკანსიას მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის მკვლევრის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიაში დანერგილი მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების გამოყენებით სამეცნიერო კვლევების განხორციელება;
  • მიღებული შედეგების ბიოინფორმატიკული ანალიზი;
  • ლაბორატორიული მეთოდების ოპტიმიზაცია და ახალი მეთოდების დანერგვა;
  • სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შემუშავება;
  • ლაბორატორიული ჩანაწერების წარმოება;
  • სამეცნიერო სტატიების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ბიოუსაფრთხოების ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ბიოლოგიის მიმართულებით ბაკალავრის ხარისხი;
  • მიკრობული, მოლეკულური ბიოლოგიის ან/და სამედიცინო პროფილის ლაბორატორიაში მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • მიკრობიოლოგიური და მოლეკულურ-გენეტიკური მეთოდების ცოდნა;
  • ბიოინფორმატიკული პროგრამების ცოდნა - BLAST, MEGA, Python, R;
  • ინგლისური ენის ცოდნა C1 დონეზე.

საჭირო უნარები:

  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის უნარი;
  • ახალი მეთოდების სწრაფად ათვისების უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო რეჟიმი: სრული განაკვეთი
  • სამუშაო ადგილი: ერთიანი ჯანმრთელობის ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი (პ. ქავთარაძის ქ. 21ა)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელ-ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ: მიკრობული გენეტიკისა და ეკოლოგიის ლაბორატორიის მკვლევრი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 8000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს უნივერსიტეტი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

განთავსება უფასოა