8142 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

K85K7ZVW გამოქვეყნდა 26 აგვ 0 ნახვა

მიმტანი

Brasserie 1900 via jobs.ge
ბათუმი სრული განაკვეთი ადმინისტრაცია / მენეჯმენტი
შეთანხმებით ბოლო ვადა:

ქალაქ ბათუმში, ევროპის მოედანზე მდებარე ისტორიულ შენობაში განთავსებული სასტუმრო Hotel Indigo Batumi Old Town, თავისი უნიკალური არქიტექტურით ასახავს ქალაქის კულტურულ მემკვიდრეობას. სასტუმრო წარმოგიდგენთ ახალ ბრენდულ რესტორანს Brasserie 1900, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ ევროპული და თანამედროვე ქართული სამზარეულოთი.

"Brasserie 1900" გთავაზობთ დახვეწილ, კომფორტულ და თანამედროვე გარემოს, სადაც თანაბრად იგრძნობა როგორც ისტორიის სიღრმე, ასევე მომსახურების თანამედროვე სტანდარტები. ამჟამად ვეძებთ ენერგიულ და პასუხისმგებლობიან ახალგაზრდებს საუზმის მიმტანის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების მიღება და პროფესიონალური მომსახურება ** მენიუს სრულყოფილი ცოდნა და სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება ** შეკვეთების მიღება და მათი დროული გადაცემა სამზარეულოში ** სუფრების სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა ** მომსახურების ხარისხის კონტროლი და სტუმართა კმაყოფილების უზრუნველყოფა ** სტუმრების მოთხოვნებსა და შენიშვნებზე ოპერატიული და თავაზიანი რეაგირება

რას გთავაზობთ ჩვენ:

** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო გარემოს ** პროფესიულ ზრდის და განვითარების შესაძლებლობას ** მუშაობას ბრენდულ და სტაბილურ გარემოში

რას ველით თქვენგან:

** მომსახურების სფეროში გამოცდილება უპირატესობაა; ** კომუნიკაბელურობა და პასუხისმგებლობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი ** უცხო ენების ცოდნა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@indigobatumi.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
Brasserie 1900
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა