ლოგისტიკის მენეჯერი
კომპანია "აი ტი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სრული ლოგისტიკური ციკლის დაგეგმვა და ორგანიზება; ** შეკვეთასთან დაკავშირებული დეტალების პროგრამულად ასახვა; ** შეკვეთის ვადებზე მუდმივი მონიტორინგის განხორციელება; ** გადაზიდვების მარშრუტების მონიტორინგი და ტვირთის ადგილმდებარეობის შესახებ ყოველდღიური ანგარიშის მომზადება; ** შეკვეთასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება; ** ახალი კონტრაქტორების მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სასურველია, მაგრამ არასავალდებულო, ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა; ** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე; ** სავალდებულოა მათემატიკის ცოდნა;
სამუშაო ადგილი: თბილისი, საბურთალო;
დამატებითი ბენეფიტები:
** სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 საათამდე. ** ანაზღაურება: გამოცდილების, უნარების და განვითარების შესაბამისად
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე gio.itlogistics@gmail.com; zurab@itgroupltd.com