შეფ-მზარეული
"MS holding"-ის შვილობილი კომპანია "Family" ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც იხსნება კაფე.
გუნდი ამჟამად ყალიბდება და ვეძებთ შეფ-მზარეულს.
ფუნქცია მოვალეობები
- სამზარეულოსა მენიუს შედგენა;
- სამზარეულოს დაგეგმარება;
- სარემონტო სამუშაოებისას კონსულტაცია (სამზარეულოსა და სერვისის სივრცეების ოპტიმალურად დაგეგმარების ნაწილში);
- ბიზნეს გეგმის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
- სამზარეულოს პერსონალის შერჩევა და დატრენინგება;
- HACCP სისტემის დანერგა;
- მომწოდებლების შერჩევა;
- ოპერაციული ეფექტურობის უზრუნველსაყოფად განრიგების, მარაგების მართვისა და პერსონალის შემადგენლობის დაგეგმვა.
მოთხოვნები
- მზარეულად მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
- ქართულ-ევროპული სამზარეულოს ცოდნა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი, ჭირნახულის ქუჩა #4;
- ანაზღაურება: 3000-3500 ₾
- სავარაუდო გრაფიკი: შეთანხმებით;
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ, თქვენი CV, შემდეგ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.