გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KF0SE75M გამოქვეყნდა 5 ნოე 21 ნახვა

მობილური სერვის ცენტრის კოორდინატორი

Kärcher გარე განცხადება
შეთანხმებით ბოლო ვადა: 6 დეკ
შესვლა და განაცხადი

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Kärcher SE & Co. KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში. კომპანიის შოურუმები წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში, ასევე ზედამხედველობას უწევს ოფიციალურ დილერებსა და საცალო პარტნიორებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას მობილური სერვის-ცენტრის კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი
  • სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (შაბათ-კვირა დასვენება)

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სერვის-ცენტრში ტექნიკის მიღება, პირველადი რეგისტრაცია და შეკეთების სტატუსების მუდმივი მონიტორინგი;
  • ტექნიკოსებისა და მობილური სერვისის ჯგუფის სამუშაო პროცესების დაგეგმვა და ოპერაციული კოორდინირება;
  • მომხმარებლებთან (ფიზიკურ და კორპორაციულ პირებთან) კომუნიკაცია: ინფორმირება სერვისის მიმდინარეობაზე, ანგარიშსწორების კონტროლი და სერვის-კონტრაქტების შეთავაზება/ადმინისტრირება;
  • სათადარიგო ნაწილების შეკვეთების მომზადება, აღრიცხვა და საწყობის ნაშთების კონტროლი;
  • შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და RS.ge პორტალზე ასახვა;
  • სატენდერო დოკუმენტაციასთან მუშაობა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეგულარული რეპორტინგი და სერვისის ახალი სტანდარტების დანერგვაში მონაწილეობა;
  • კომპანიის შიდა სტანდარტებისა და უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები

  • პროგრამა 1C-ში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • პორტალთან RS.ge (ზედნადებები, ანგარიშ-ფაქტურები) მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • ანალოგიურ ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • უცხო ენების (ინგლისური ან რუსული) ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და საქმისადმი ორგანიზებული მიდგომა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • კლიენტზე ორიენტირებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ოპტიმალურად გადანაწილებისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • სტრესულ რეჟიმში სწრაფი ორიენტაციისა და პრობლემების გადაჭრის უნარი.

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე გთხოვთ, წერილის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სერვის-ცენტრის კოორდინატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პირობები:

შპს "კერხერის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა