მექანიკოსი ტექნიკურ დეპარტამენტში
"სასტუმრო Wyndham Batumi" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკურ დეპარტამენტში მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები: - ტექნიკისა და მექანიზმების რეგულარული შემოწმება და ტექნიკური მომსახურება; - მექანიკური გაუმართაობების დიაგნოსტიკა და მიზეზების დადგენა; - დაზიანებული ან გაცვეთილი დეტალების შეკეთება ან შეცვლა; - ტექნიკური სამუშაოების უსაფრთხოების წესებისა და კომპანიის პროცედურების შესაბამისად შესრულება; - ტექნიკის მუშაობისა და მდგომარეობის მუდმივი კონტროლი; - შესრულებული სამუშაოებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ ჩანაწერების წარმოება; - ტექნიკური პრობლემების შესახებ ხელმძღვანელის დროული ინფორმირება; - შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის წესების დაცვა.
პროფესიული მოთხოვნები: - მექანიკოსად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; - მექანიკური სისტემებისა და მოწყობილობების კარგი ცოდნა; - მექანიკური პრობლემების დიაგნოსტიკისა და შეკეთების უნარი; - ტექნიკური ნახაზებისა და ინსტრუქციების წაკითხვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პრობლემების გადაჭრის უნარი; - გუნდში და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი; - უსაფრთხოების წესების დაცვის მაღალი პასუხისმგებლობა.
პერსონალური მოთხოვნები: - მოწესრიგებული და ყურადღებიანი; - ენერგიული და შრომისმოყვარე; - დეტალებზე ორიენტირებული; - თავაზიანი და კეთილგანწყობილი; - პუნქტუალური და დისციპლინირებული.
სამუშაო პირობები: - სასიამოვნო და ჯანსაღი სამუშაო გარემო; - კვირაში 5 სამუშაო დღე; - 9-საათიანი სამუშაო ცვლა, 1-საათიანი შესვენებით; - პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადადით ლინკზე: https://wyndhambatumi.selfrecruit.ge/s/lRfDQ
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.