9775 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

KGXRDCH8 გამოქვეყნდა 23 ოქტ 8 ნახვა

ფინანსური მენეჯერი

კაფელის სახლი გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 24 ნოე

კომპანია "კაფელის სახლი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ბიზნეს საქმიანობის და ფინანსური ანგარიშგების მომზადება
  • ფინანსური დირექტორის მხარდაჭერა
  • ფინანსური აქტივობების მონიტორინგი
  • ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, ფინანსური დირექტორისთვის ანგარიშების წარდგენა და შემდგომი ქმედებებისთვის რეკომენდაციების შეთავაზება.
  • ფინანსური დირექტორთან ერთად თვის ბოლო და წლის ბოლო პროცესების დახურვა.
  • კომპანიის ბუღალტრებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა
  • ხარჯების, მოსაკრებლის, შემოსავლის შედეგების გაანალიზება და შედარება კომპანიის საქმიანობა ბიზნეს გეგმებთან.
  • ფინანსური ტენდენციების და პროგნოზების შემუშავება ფირმის ფინანსური სტრატეგიების წარმართვის მიზნით.
  • ფინანსური დეპარტამენტის ოპერაციების ზედამხედველობა, მიზნებისა და ამოცანების დასახვა და გეგმის ჩამოყალიბება.
  • კომპანიის ბიუჯეტის მომზადება
  • აუდიტორებთან კოორდინაცია კომპანიის ფინანსების სათანადო მონიტორინგის უზრუნველსაყოფად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტერიის ან ეკონომიკის მიმართულებით
  • სამუშაო გამოცდილება აუდიტორის და ფინანსური მენეჯერის პოზიციებზე
  • ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების (IFRS) სრულყოფილად ცოდნა
  • კომპიუტერული უნარების გამართული ცოდნა
  • ფინანსური ტენდენციებისა და ბაზრის მოდელების ცოდნა
  • ფინანსური და სააღრიცხვო პრინციპების კარგი ათვისების უნარი
  • ნორმატიული კანონმდებლობისა და რეგულაციების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • ორგანიზებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ანალიტიკური აზროვნება
  • კომუნიკაბელური
  • ინიციატივიანი

ანაზღაურება: კვალიფიკაციის მიხედვით. გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ქართულ ენაზე ელ-ფოსტაზე და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ აღნიშნული ვაკანსია.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: http://www.peaniltd.com

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა