მოლარე-კონსულტანტი
თავის მოვლის საშუალებების კომპანია "eos Georgia" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე მოლში სტენდზე
სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი, პრემიუმ სივრცე - ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის ქ. N2 სამუშაო დრო: მოქნილი სამუშაო გრაფიკი - ნახევარი დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00 და სრული დღე 10:00-22:00 შეთავსებით მეორე კონსულტანტთან. ანაზღაურება: ფიქსირებული ხელზე ასაღები 800 ლარი + ბონუსი რეალიზაციიდან
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა;
- გაყიდვების პროგრამაში ასახვა და სალარო აპარატში შესაბამისი ოპერაციის გატარება.
- პროდუქციის მიღება და სავაჭრო სივრცეში განთავსება.
მოთხოვნები:
- სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია სალაროსთან/საბანკო ტერმინალთან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია უცხო ენის ცოდნა საშუალო დონეზე (ინგლისური, რუსული).
პიროვნული თვისებები:
- კომუნიკაბელური, გამართული მეტყველებისა და გადმოცემის უნარის მქონე;
- მომხმარებელსა და მომსახურების ხარისხზე ორიენტირებული;
- გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებული;
- მოწესრიგებული;
- პუნქტუალური.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება (მოლარე-კონსულტანტი).
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.