ბარისტა-კონსულტანტი
სისაური გრაინდერსი აცხადებს ვაკანსიას ბარისტა-კონსულტანტის პოზიციაზე.
გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა? ხარ ენერგიული, ღიმილიანი და პასუხისმგებლიანი?
შემოუერთდი სისაურის გუნდს და გახდი ჩვენი ყოველდღიური ყავის ისტორიის ნაწილი!
ჩვენ ვეძებთ ბარისტა-კონსულტანტს, რომელიც მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ ყავას, არამედ სასიამოვნო გამოცდილებასაც შეუქმნის.
რას გააკეთებ? - იმუშავებ პოზიტიურ და ენერგიულ გუნდთან ერთად; - მოამზადებ სასმელებს ჩვენი სტანდარტების შესაბამისად; - მოემსახურები მომხმარებლებს მეგობრულად და პროფესიონალურად; - დაეხმარები მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შერჩევაში;
ვის ვეძებთ? - პოზიტიურ და კომუნიკაბელურ ადამიანს; - პასუხისმგებლიან და ორგანიზებულ თანამშრომელს; - გუნდური მუშაობის მოყვარულს; - ადამიანს, რომელსაც სურს განვითარება და ახალი უნარების შეძენა.
გამოცდილება არ არის აუცილებელი – ჩვენ გასწავლით ყველაფერს!
ეძებ პირველ სამსახურს ან ახალ შესაძლებლობას? ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია შენი ენერგია, ღიმილი და სურვილი განვითარების.
რას გთავაზობთ? - ანაზღაურებადი სტაჟირება – 650 ლარი; - ბარისტა-კონსულტანტის ანაზღაურება – 900 ლარი; - მოქნილი სამუშაო გრაფიკი; - პროფესიული ტრენინგები და განვითარების შესაძლებლობა; - FitPass-ის პროგრამა; - სამუშაო დღის განმავლობაში უფასო სასმელი შერჩეული ასორტიმენტიდან; - გუნდური, გასართობი და განმავითარებელი აქტივობები; - მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო.
დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.