8725 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KS8WTA26 გამოქვეყნდა 2 ოქტ 5 ნახვა

ევექსი

ევექსი

კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნიკოსი

ევექსი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი IT / პროგრამირება
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 3 ნოე

"ევექსი" საქართველოს სამედიცინო სფეროში უმსხვილესი ჯგუფის GHG (Georgian Healthcare Group) შვილობილ კომპანიას წარმოადგენს.

"ევექსი" ქვეყნის მასშტაბით, პირველადი ჯანდაცვის ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია, რომელიც საქართველოში აერთიანებს 15 კლინიკასა და ბავშვთა ნეიროგანვითარების ცენტრს - "კარავს".

კომპანიის მისიაა, ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის ცვლილების გაძლიერება ქვეყნის მასშტაბით და საზოგადოების ჩართულობის ზრდა კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბებაში.

კომპანია მუდმივად დებს ინვესტიციას ახალ ტექნოლოგიებში, ასევე, ექიმებისა და მომსახურე პერსონალის გადამზადებაში. "ევექსის" უმთავრესი ღირებულება მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების საერთო კეთილდღეობის შექმნაა.

"ევექსი" აცხადებს ვაკანსიას კომპიუტერული ტომოგრაფიის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ვაჟა ფშაველას N40

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპიუტერული ტომოგრაფიის გამოკვლევის ჩატარების დროს კომპანიის/ეროვნული/საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლების/გაიდლაინების გამოყენება;
  • კვლევის წინ პაციენტის იდენტიფიკაცია და საკვლევი ზონის დაზუსტება, პაციენტის გამოკვლევის ოპტიმალური რეჟიმების შერჩევა;
  • პაციენტის რადიაციული დაცვის უზრუნველყოფა, მაქსიმალურად ეფექტური პოზიციონირება, გამოკვლევის/დასხივების ველის ზომის და გამოსაკვლევი დროის მინიმიზაცია, ხარისხიანი გამოსახულების მიღება;
  • სამუშაო პროცესში ინდივიდუალური დოზიმეტრის გამოყენება;
  • სრულყოფილი სამედიცინო ჩანაწერების წარმოება, კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ენაზე, მკაფიოდ და გასაგებად;
  • პაციენტის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვა;
  • ინფექციის კონტროლის სტანდარტების გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

ვაკანსიის მოთხოვნები:

  • აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო, საშუალო საექთნო ან საშუალო სამედიცინო განათლება;
  • ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საკითხების სერთიფიკატი;
  • პროფესიული კლინიკური გამოცდილება შესაბამის სფეროში;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • პარტნიორობა (ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა, გუნდურობა);

ჩვენთან შენ მიიღებ:

  • ტრენინგი და განვითარება - "ევექსი", როგორც განვითარებაზე ორიენტირებული კომპანია, უზრუნველყოფს სამედიცინო და არასამედიცინო მიმართულებით, თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებს, რომელიც მიმართულია როგორც მათ პროფესიულ, ასევე პიროვნულ ზრდაზე.
  • ევექსელის ბენეფიტი - ქსელის მასშტაბით, ყველა თანამშრომელს, ყოველგვარი შეზღუდვისა და ლიმიტის გარეშე, აქვს შესაძლებლობა მიიღოს:
  • 50%-იანი ფასდაკლება ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებზე
  • 50%-მდე ფასდაკლება სტომატოლოგიურ მომსახურებაზე კლინიკა "ნიუ დენტში"
  • ფასდაკლებები "ჯიპისის" და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელში მედიკამენტებსა და თავის მოვლის საშუალებებზე.
  • ჯანმრთელობის დაზღვევა - ხელმისაწვდომია ყველა თანამშრომლისთვის.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე.

"ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
ევექსი
მსგავსი განცხადებები

ფოტო და ვიდეო მონაცემების დამუშავების ოპერატორები

ФЕЙСЕР დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება მიმართე აქ
₾781–1172 30 სექ

უფროსი ტექნიკური პროექტის მენეჯერი - ტოკენ ფაბრიკა

Nebius დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა, დიდი ბრიტანეთი კომპანიის საიტი
2 ოქტ

ტექნიკური პროგრამის მენეჯერი - გამოთვლითი სისტემების ინჟინერია

Nebius დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა, ნიდერლანდები, დიდი ბრიტანეთი კომპანიის საიტი
2 ოქტ

უფროსი პროგრამული ინჟინერი (AI CICD)

Chainguard დისტანციური სრული განაკვეთი IT / პროგრამირება ევროპა, დიდი ბრიტანეთი, აშშ კომპანიის საიტი
2 ოქტ

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა