7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

KSZ4FM8Y გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ვეტ ექიმი

საქართველოს ცხოველთა ფედერაცია via hr.ge
ბათუმი სრული განაკვეთი მედიცინა / ფარმაცია
₾3000 / თვეში ბოლო ვადა:

"GAF - საქართველოს ცხოველთა ფედერაცია" აცხადებს ვაკანსიას!

გიყვართ ცხოველები და გსურთ თქვენი ცოდნით ყოველდღიურად მათ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე იზრუნოთ?

თუ ვეტერინარული მედიცინა თქვენთვის მხოლოდ პროფესია კი არა, პასუხისმგებლობა და მოწოდებაა, გიწვევთ "საქართველოს ცხოველთა ფედერაციის" გუნდში. GAF ვეტერინალური კლინიკების ქსელი და კერძო ორგანიზაციაა, რომელიც უზრუნველყოფს ვეტერინარულ მომსახურებას და ზრუნავს ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე.

ქალაქ ბათუმში ვეძებთ გამოცდილ ვეტ ექიმებს, რომლებიც გახდებიან ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი წევრები და იზრუნებენ ჩვენი ოთხფეხა მეგობრების ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე.

ძირითადი მოთხოვნები: - ვეტერინარად/ვეტ ექიმად მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება - აუცილებელია - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა - ცხოველების მიმართ მზრუნველი და ჰუმანური დამოკიდებულება - გუნდში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი

მდებარეობა: ტბელ აბუსერიძის 49, ბათუმი. გრაფიკი: სრული, კვირაში 6 სამუშაო დღე - 19:00-03:00 (1 საათი შესვენება) ანაზღაურება: 3000 ლარიდან, გამოცდილების მიხედვით.

თუ გსურთ იმუშაოთ გარემოში, სადაც თითოეულ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღებითა და სიყვარულით ექცევიან და თქვენი პროფესიული ცოდნა რეალურად ცვლის ცხოველების ცხოვრებას, მოხარული ვიქნებით გაგიცნოთ.

დაგვიკავშირდით: +995 577 59 25 00

ან მოგვწერეთ და ჩაგვიგდეთ თქვენი CV/რეზიუმე: mygafge@gmail.com და subject-ში მიუთითეთ "ვეტ ექიმი - ბათუმი". შემოუერთდით GAF-ის გუნდს და ერთად ვიზრუნოთ მათზე, ვისაც ჩვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
საქართველოს ცხოველთა ფედერაცია
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა