ექიმი-თანაშემწე
შპს "საგიტარიუსი მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმი-თანაშემწის პოზიციაზე:
ძირითადი მოვალეობები
- სამედიცინო დოკუმენტაციის (მათ შორის ამბულატორიული ისტორიის, ფორმა №IV-100/ა-ს), წარმოება ექიმის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე;
- ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების მართვა და მიმდინარე საკითხების ოპერატიული გადაჭრა;
- ექიმების სამუშაო გრაფიკისა და დაგეგმილი პროცედურების კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო სამედიცინო განათლება;
- სამედიცინო დაწესებულებაში მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელექტრონულ საინფორმაციო სისტემებთან მუშაობის უნარი;
- გამართული წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- დინამიკურ გარემოში მუშაობისა და რამდენიმე სამუშაო პროცესის ერთდროულად კოორდინაციის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, კონფიდენციალურობის დაცვა და გუნდური მუშაობის უნარი.
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-17:00 (შაბათი და კვირა - დასვენების დღეები).
- სამუშაო ადგილი: ბათუმი, ზურაბ გორგილაძის ქ. №91.
- ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატთან შეთანხმებით.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV).