7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M01WQV3C გამოქვეყნდა 25 აგვ 0 ნახვა

ტექნიკური ტრენერი

GT Motors via hr.ge
თბილისი სრული განაკვეთი განათლება
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ჯი თი მოტორსი", საავტომობილო ბრენდების, Jaguar Land Rover, Ford, Suzuki, BMW/MINI-ს და BMW Motorrad-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ტრენერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #155 სამუშაო განაკვეთი: სრული სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი - 09:00- 17:00 ან 10:00-18:00

ტექნიკური ტრენერი პასუხისმგებელია კომპანიის მასშტაბით ტექნიკური ტრენინგის პროგრამების შემუშავებაზე და ჩატარებაზე. პოზიცია მოიცავს ტრენინგების ჩატარებას როგორც ტექნიკურ პერსონალისთვის, ისე კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ პროდუქტის ტექნიკური ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: - ტექნიკური ტრენინგების ჩატარება სერვისის, მ.შ. სამღებრო-სათუნუქე უბნის, ტექნიკოსებისთვის და სახელოსნოს სხვა პერსონალისთვის. - ტექნიკური ცნობიერებისა და პროდუქტის ტრენინგების ჩატარება კლიენტებთან მომუშავე თანამშრომლებისთვის (მაგ., სერვისის მრჩევლებისთვის, გაყიდვების კონსულტანტებისთვის, ქოლ-ცენტრის პერსონალისთვის, ა.შ.). - ტექნიკური პერსონალის მოზადება საკვალიფიკაციო გამოცდებისა და მწარმოებლის/ბრენდის სერტიფიცირებისთვის. - ტრენინგებისა და განვითარების მენეჯერთან და ტექნიკური ტრენინგების მენეჯერთან ერთად წლიური ტექნიკური ტრენინგის კალენდარის დაგეგმვა და მართვა. - ტრენინგის პროგრამების ეფექტიანობის შეფასება და მუდმივი გაუმჯობესების გზების შეთავაზება. - ახალი ტექნიკური პერსონალის ინტეგრაციის (Onboarding) მხარდაჭერა პირველადი (Induction) ტრენინგის მეშვეობით. - იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა ტრენინგი შეესაბამებოდეს მწარმოებლის სტანდარტებს, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მოთხოვნებს.

სავალდებულო კვალიფიკაცია და გამოცდილება: - განათლება ელექტრო- ან მექანიკური ინჟინერიის დარგში. - ავტოინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 3 წელი. - ინგლისური ენის B2 ან უფრო მაღალ დონეზე ფლობა (როგორც წერით, ისე ზეპირად). - ავტომობილების ტექნიკური სისტემების მაღალ დონეზე ცოდნა. - თანამშრომელთა ტექნიკური კვალიფიკაციის გამოცდებისა და სერტიფიცირების პროცესებისთვის მომზადების გამოცდილება. - პრეზენტაციის, ფასილიტაციისა და კომუნიკაციის ძლიერი უნარები. - საოფისე/საპრეზენტაციო სტანდარტული პროგრამების ფლობა

სასურველი კვალიფიკაცია და გამოცდილება: - მწარმოებლის/ბრენდის მიერ მინიჭებული ტექნიკური ტრენერის სერტიფიცირება/აკრედიტაცია. - ტრენერის სერტიფიკატი ან აკრედიტაცია (მაგ., ზრდასრულთა ტრენინგის/ტრენერთა ტრენინგის აღიარებული კვალიფიკაცია). - ავტორიზებულ ავტოდილერთა ქსელში ან იმპორტიორთან მუშაობის გამოცდილება.

ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ru6VB6Vb

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
GT Motors
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა