8525 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

M0N3NGXP გამოქვეყნდა 8 სექ 8 ნახვა

აი სი არ თრეიდი

აი სი არ თრეიდი

ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტი

აი სი არ თრეიდი გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი ფინანსები / ბუღალტერია
შეთანხმებით ბოლო ვადა:

შპს ,,აი სი არ ტრეიდი“ აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.

სტუქტურული ერთეული: ბიზნეს პროცესების მხარდაჭერის და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტი; სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი 125.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ავტომობილების საიჯარო ხელშეკრულებების მართვა - ბაზის წარმოება; - GPS სისტემის ყოველთვიური მონიტორინგი; - საწვავის ხარჯების ანგარიშგების მომზადება, საწვავის ლიმიტების განსაზღვრა და ყოველთვიური რეპორტის მომზადება; - ხელშეკრულებების ინიცირება, მიღება-ჩაბარებები, ვადების კონტროლი. - თვის განმავლობაში RS პორტალზე დასადასტურებელი ან/და მოსათხოვნი ანგარიშფაქტურების დამუშავება/კონტროლი. - ელექტროენერგიის, წყლის, გაზისა და თბილსერვისის სამსახურებთან კომუნიკაცია, განცხადებების მომზადება და კონტროლი, მრიცხველების გადაფორმება, გაუქმება. - ფინანსური აღრიცხვისა და ბუღალტერიის დეპარტამენტთან კოორდინაცია დავალიანებებთან დაკავშირებით - სამეურნეო და საკანცელარიო ხარჯების ანალიზი, ბიუჯეტირება - სამეურნეო და საკანცელარიო შესყიდვების პროცესის სტანდარტიზაცია და კოორდინირება (ობიექტების სტანდარტის შექმნა, პერიოდული გადახედვა, მონიტორინგი) - სავაჭრო ობიექტებისთვის ტექნიკური მხარდაჭერა, პრობლემის აღმოფხვრა ან საჭიროების შემთხვევაში შემსრულებლის მოძიება, მონიტორინგი და ხელმძღვანელთან ანგარიშგება; - საინვესტიციო პროექტების პროცესების მართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება; - საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel); - კომპეტენციები, რომლებიც დაგჭირდება: - ანალიტიკური აზროვნება; - კომუნიკაბელურობა; - გუნდური მუშაობის უნარი; - ეფექტურად კომუნიკაციის უნარი; - გაწერილი და დაგეგმილი პროცედურების კონტროლი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე: https://icrtrade.selfrecruit.ge/s/sJ85q

შ.პ.ს. აი სი არ ტრეიდი საცალო ბიზნესის სფეროში საქართველოში ერთ-ერთი დიდი და სტაბილური კომპანიაა. იგი წარმოადგენს საერთაშორისო და ლოკალურ ბრენდებს, როგორიცაა ბატა, ბამბინო, ეკკო, ჯეოქსი, სტუდიო ფეხსაცმლის გალერეა, ლაბორატორია ფეხსაცმლის გალერეა, ავ ლაბი, კორსო იტალია, სკარპიერა, ოკაიდი და ჟაკადი. დღეისათვის კორპორაცია მართავს 60-მდე მაღაზიას. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, ზუგდიდსა და რუსთავში. კომპანიაში დასაქმებულია 700-მდე თანამშრომელი. ჩვენ გთავაზობთ, დიდ, სტაბილურ კომპანიაში კარიერის განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო გამოწვევებით სავსე, მეგობრულ სამუშაო გარემოს, კონკურენტულ ანაზღაურების პაკეტსა და საბონუსე სისტემას.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებას!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

გაასაჩივრე

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
აი სი არ თრეიდი
მსგავსი განცხადებები

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა ყველასთვის