9385 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

M4M657FQ გამოქვეყნდა 28 ოქტ 24 ნახვა

ჯეოტეკ დისტრიბუცია

ჯეოტეკ დისტრიბუცია

საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი

ჯეოტეკ დისტრიბუცია გარე განცხადება
შესვლა და განაცხადი
₾1800–2000 / თვეში ბოლო ვადა: 26 ნოე

შპს "ჯეოტეკ დისტრიბუცია" (მსოფლიო ბრენდების (Shark, Ninja, JBL, HarmanKardon, Dyson, და სხვა) ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში) საქართველოში აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარირების სპეციალისტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.

მდებარეობა: თბილისი, საბურთალო; სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30-18:30; ანაზღაურება: 1800 – 2000 ლარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება; - დეკლარირების მიმართულებით არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება; - ASYCUDA სისტემის ცოდნა; - MS Office-ის ცოდნა; - შემოსავლების სამსახურის შესაბამის პროგრამებში მუშაობის ცოდნა; - მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები: - საბაჟო დეკლარაციების მომზადება - წინასწარი და არაწინასწარი საწყობის და იმპორტის დეკლარაციების მომზადება; - დოკუმენტების შემოწმება - ინვოისების, სატრანსპორტო ზედნადებების, შეფუთვის სიების, წარმოშობის სერტიფიკატებსა და სხვა საჭირო დოკუმენტების შემოწმება; - პროდუქციის გაფორმების კოორდინაცია - საბაჟო ორგანოებთან, საწყობებთან, გადამზიდავებთან და კომპანიის შესყიდვებისა თუ ლოგისტიკის თანამშრომლებთან კომუნიკაცია; - ტვირთის მოცულობის გამოთვლა; - ზედნადებების ატვირთვა; - საბაჟო წესების დაცვა- საქონლის კოდების, რაოდენობის, ღირებულებისა და წარმოშობის შესახებ ინფორმაციის სწორად მითითება, რათა შემცირდეს შეცდომებისა და ჯარიმების რისკი; - დასაწყობებული და გაიმპორტებული პროდუქციის რეპორტის წარმოება;

პიროვნული თვისებები: - მიზანსწრაფულობა და ენერგიულობა; - ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი; - პრობლემების გადაჭრის უნარი; - ძლიერი კომუნიკაციისა და კოორდინაციის უნარი; - დეტალებზე ორიენტირებულობა; - დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: “ საბაჟო დეკლარირების სპეციალისტი”, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა