უნივერსალური მზარეული
პრემიუმ კლასის კაფე-რესტორანი DEO აცხადებს ვაკანსიას უნივერსალი მზარეულის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები - სამზარეულოში დადგენილი სტანდარტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად მუშაობა; - კალკულაციების ზუსტად დაცვა; - შეკვეთების დროულად და ხარისხიანად მომზადება და გაშვება; - პროდუქტისა და მარაგების ეფექტურად გამოყენება; - ხარისხის, ჰიგიენისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა; - სამუშაო სივრცის სისუფთავისა და მოწესრიგებულობის უზრუნველყოფა; - სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები - ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; - პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა; - ორგანიზებულობა და სწრაფად რეაგირების უნარი; - გუნდური მუშაობის უნარი; - სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ცოდნა; - სამუშაო პროცესში აქტიური და პასუხისმგებლიანი ჩართულობა; - რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.
ჩვენ გთავაზობთ - სამუშაო გრაფიკი: 5/2, მცოცავი გრაფიკი; - სამუშაო ცვლა: 9 საათი; - ანაზღაურება: 80 ლარი ცვლაში; - კონკურენტუნარიან და დროულ ანაზღაურებას; - პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; - კომფორტულ სამუშაო გარემოსა და პირობებს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: deotbilisi.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "უნივერსალური მზარეული".
თუ ხართ პასუხისმგებლიანი, ორგანიზებული და მოტივირებული მზარეული, გელოდებით ჩვენს გუნდში!