კონტენტ კრეატორი
"IBL" ქართული აუთსორსინგული კომპანიაა, რომელიც 2010 წლიდან საქმიანობს და ბუღალტრული აღრიცხვისა და IT მიმართულებით 489 კომპანიას ემსახურება. კომპანიის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა პროფესიული სასწავლო კურსები, რომლებიც სტუდენტებს პრაქტიკული ცოდნის მიღებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
პოზიციის შესახებ
ვეძებთ კონტენტ კრეატორს, რომელიც აქტიურად ითანამშრომლებს IBL-ის სტუდენტებსა და ტრენერებთან, უზრუნველყოფს მათთან ეფექტურ კომუნიკაციას და შექმნის ვიდეოკონტენტს, რომელიც კომპანიის სასწავლო პროცესს, სტუდენტების გამოცდილებასა და ტრენერების პროფესიულ ცოდნას წარმოაჩენს.
ძირითადი მოვალეობები:
- IBL-ის სტუდენტებთან და ტრენერებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა;
- სტუდენტებისა და ტრენერების ჩართულობით ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავება;
- ვიდეოების დაგეგმვა, გადაღება და კონტენტის მომზადების პროცესში მონაწილეობა;
- სტუდენტებისა და ტრენერების გამოცდილების, ისტორიებისა და პროფესიული ცოდნის ვიდეოფორმატში წარმოჩენა;
- სასწავლო პროცესთან და კურსებთან დაკავშირებული ვიდეოკონტენტის შექმნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- კონტენტ კრეატორად ან ვიდეოკონტენტის შექმნის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ვიდეოკონტენტის იდეების შემუშავებისა და საინტერესო ფორმით გადმოცემის უნარი;
- კამერასთან მუშაობისა და ადამიანებთან კომუნიკაციის უნარი;
- სტუდენტებთან და ტრენერებთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის უნარი;
- შემოქმედებითი აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- განიხილებიან დამწყები, მოტივირებული კანდიდატებიც, რომლებსაც აქვთ კონტენტ კრეაციის ინტერესი, სწავლის სურვილი და განვითარების მზაობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს
თუ ხართ კრეატიული, გიყვართ ადამიანებთან კომუნიკაცია და გაქვთ ვიდეოკონტენტის შექმნის ინტერესი ან გამოცდილება, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე. გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება — "კონტენტ კრეატორი".
მოხარული ვიქნებით, გავეცნოთ თქვენს გამოცდილებასა და შემოქმედებით ხედვას და განვიხილოთ IBL-ის გუნდთან თანამშრომლობის შესაძლებლობა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 20.11.2026
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.