კორპორაციულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტი
საერთაშორისო სატრანსპორტო კომპანია "Ibex logistics" აცხადებს ვაკანსიას კორპორაციულ მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, 0112 სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით / 10:00 - 18:00 (13:00-14:00 შესვენება) ანაზღაურება: ფიქსირებული და ბონუსი.
ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები
- პოტენციური კლიენტების მოძიება;
- შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
- გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ/ექსპორტიორ კომპანიებთან;
- შეკვეთის მიღება/გაფორმება და მისი ოპერატიულად შესრულების კონტროლი;
- კომპანიის მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით ყოველდღიური საქმიანობით დაგეგმვა და შესრულება;
- კომპანიის მიერ დასახული ამოცანების ჯეროვნად შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Outlook/E-mail);
- სამუშაო გამოცდილება ლოგისტიკის და გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 1-2 წელი.
- აუცილებელია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა (ორივე ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად)
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პუნქტუალური, კომუნიკაბელური;
- სტრესულ პირობებში მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარ-ჩვევები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა;
- პუნქტუალურობა;
- დროის ეფექტური განაწილება;
- სტრესულ სიტუაციებში მობილიზების უნარი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება;
- გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე და გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.