მარკეტინგის სპეციალისტი
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა როგორც სანდო და სტაბილური ფინანსური პარტნიორი. დღეს კომპანია წარმოდგენილია 50 სერვისცენტრით ქვეყნის მასშტაბით და აერთიანებს 500-მდე თანამშრომელს, რომლებიც ქმნიან ჩვენს ძლიერ და ერთიან გუნდს.
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + აცხადებს ვაკანსიას - მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედიტსერვისი + 1999 წლიდან ფუნქიონირებს და მოიცავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარმოდგენილ 50 ფილიალს.
ჩვენ გთავაზობთ: - განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად მუშაობას; - კადრების პროფესიონალურ გადამზადებას; - მარკეტინგულ ღონისძიებებში და აქტივობებში მონაწილეობის მიღებას; - კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ბრენდის მართვა: - ორგანიზაციის ბრენდის იმიჯის შექმნა და განვითარება. - ბრენდის ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიაში.
მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება: - ბაზრის კვლევა და ანალიზი, მომხმარებელთა საჭიროებების გამოსავლენად. - მარკეტინგული გეგმის შედგენა ფინანსური პროდუქტებისა თუ სერვისების პოპულარიზაციისთვის.
სარეკლამო კამპანიები: - ციფრული (სოციალური მედია, META, SEO, PPC) და ტრადიციული (TV, რადიო, ბეჭდური მედია) რეკლამების დაგეგმვა და განხორციელება. - კამპანიების ეფექტურობის მონიტორინგი და ანალიზი.
კონტენტის შექმნა: - საინფორმაციო და სარეკლამო მასალების მომზადება (ბროშურები, ვებგვერდის კონტენტი, ბლოგები). - ფინანსური პროდუქტების მარტივი და გასაგები ფორმით წარდგენა.
მომხმარებელთან ურთიერთობა: - მომხმარებელთა გამოხმაურების შეგროვება და ანალიზი. - ლოიალობის პროგრამების შემუშავება და მართვა.
ბაზრისა და კონკურენციის ანალიზი: - კონკურენტი კომპანიების მარკეტინგული სტრატეგიების შესწავლა. - ბაზრის ტრენდების მონიტორინგი და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება.
შიდა კომუნიკაცია: - ფინანსური პროდუქტების შესახებ თანამშრომლების ინფორმირება, პრეზენტაციების მომზადება. - გაყიდვების გუნდთან თანამშრომლობა მარკეტინგული მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად.
მონაცემთა ანალიზი: - Excel ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
ვაკანსიის შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://credits.selfrecruit.ge/s/3QKq