სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში
"ახალი ხედვა" წარმოადგენს წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ღაბაშების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანიის კომერციული სტრუქტურა აერთიანებს კორპორაციულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯმენტს, მარკეტინგსა და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას სტაჟიორის პოზიციაზე ფინანსურ დეპარტამენტში.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ესმა ონიანის ქ. N17 სტაჟირების პერიოდი: 6 თვე
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- გაყიდვების მონაცემების დამუშავება და ანალიზი;
- პროდუქციისა და ბიზნეს მიმართულებების მომგებიანობის ანალიზში ჩართულობა;
- შემოსავლებისა და ხარჯების მონიტორინგი;
- დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
- ფინანსური მონაცემების დამუშავება Excel-ში;
- ბუღალტრული აღრიცხვის ძირითადი პროცესების შესწავლა და პრაქტიკულ საქმიანობაში ჩართულობა;
- პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებასა და საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვაში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
- ფინანსებისა და/ან ბუღალტრული აღრიცხვის საბაზისო ცოდნა;
- Microsoft Excel-ის ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნება, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (სტაჟიორი ფინანსურ დეპარტამენტში).