7962 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MGNZEF66 გამოქვეყნდა 25 აგვ 2 ნახვა

გაყიდვების კონსულტანტი

ამბოლი via hr.ge
ქუთაისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შეთანხმებით ბოლო ვადა:

კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge

„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიებს ქუთაისის ფილიალში! სამუშაო ადგილი: ქუთაისის ფილიალი. სამუშაო საათები: 10:00 – 19:00.

გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები); - კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება; - ფილიალში პროდუქციის სათანადოდ განლაგება; - ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ; - გაყიდვების გეგმების შესრულება; - ფინანსური ოპერაციების პროგრამული ასახვა; - სასაქონლო ზედნადების და სალარო ოპერაციების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება (შემოსავლის/გასავლის ორდერი, გადახდის ქვითარი); - სალარო-აპარატის და საბანკო ტერმინალის მოხმარება; - დღის ბოლოს წარმოებული ოპერაციების დოკუმენტაციისა და პროგრამული მონაცემების შედარება და სისწორის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები: - სასურველია უმაღლესი განათლება; - სასურველია შესაბამისი მიმართულებით სამუშაო გამოცდილება; - სასურველია საავტომობილო სფეროში გამოცდილება.

აუცილებელი უნარები: - მოლაპარაკების წარმოების უნარი; - პუნქტუალურობა, მოწესრიგებულობა, დისციპლინირებულობა; - მოსმენა, შეთავაზება და კლიენტის დარწმუნება; - შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით.

გაასაჩივრე

დამსაქმებლის შესახებ
ამბოლი
ვებგვერდი ↗

დაიქირავე საქართველოში ზედმეტი თავსატეხის გარეშე

უფასოა