კომერციული დირექტორი
კომპანია "MS holding" - ს ქართულ ბაზარზე მოღვაწეობის 20 წლიანი ისტორია აქვს. კომპანია ლიდერ პოზიციაზეა, როგორც იმპორტირებული პროდუქციის პორტფელით, ასევე სადისტრიბუციო სერვისით, მთელი საქართველოს მასშტაბით. "ემ ეს ჰოლდინგის" პრიორიტეტული მიმართულებაა სამზარეულოს ტექნიკისა და ჭურჭლის იმპორტი. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ გვერდს: https://msholding.ge/
"MS holding" აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
რისი გაკეთება მოგიწევს?
- კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება, შესაბამისი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება და შესრულების მენეჯმენტი;
- ბაზრის, კონკურენტული გარემოსა და გაყიდვების შესაძლებლობების ანალიზი, ახალი კლიენტებისა და სავაჭრო არხების მოძიება და განვითარება;
- კატეგორიების განვითარების, ასორტიმენტის გაფართოების, გაყიდვების, კომერციული შესყიდვებისა და მარაგების მართვის დაგეგმვა;
- კომპანიის სარეალიზაციო ქსელებში, ყველა ძირითად სავაჭრო არხზე ახალი პროდუქტების დამატების იდეის, შესაბამისი ფინანსური გათვლებისა და სარეალიზაციო ქსელში ახალი პროდუქტების დამატების პროცესის მენეჯმენტი;
- გაყიდვების გეგმების განსაზღვრა სავაჭრო არხებისა და ბრენდების მიხედვით, შესაბამისი საბონუსე სქემების შემუშავება, კორექტირება და დანერგვა;
- იმპორტის, ექსპორტისა და რეექსპორტის საკითხებში ჩართულობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის, ან მარკეტინგის მიმართულებით)ს
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება გაყიდვების/კომერციული მიმართულებით.
- სასურველია APEX მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებული მუშაობის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება და ბაზრის ანალიტიკის ცოდნა;
- შედეგებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციის კარგად განვითარებული უნარი.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: თბილისი, სამგორის რაიონი, ჭირნახულის ქუჩა # 4
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:30 - 18:00 საათი
- ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას;
- სპეციალურ ფასდაკლებას პროდუქციაზე.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე. გთხოვთ ელფოსტის სათაურში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება!
გისურვებთ წარმატებას!
წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ MS holding -მა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.
აღებული განცხადება პირდაპირი ხდება: ჩანს სარკისებურ ასლებზე მაღლა, განაცხადები შენს პანელში მოდის და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.