მიმტანი
სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
- შეკვეთის მიღება სტუმრისგან და დროული მიწოდება;
- სტუმრისთვის ყოველდღიური სპეციალური შეთავაზების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- მენიუში არსებული პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
- მაგიდის და ჭურჭლის მომზადება;
- საკვების საერთო ხარჯების და დამატებითი გადასახადების ჩეკების მომზადება;
- სტუმრების მხრიდან ჩივილის შემთხვევაში ზედამხედველისთვის ინფორმაციის მიწოდება.
საჭირო უნარები
- სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- განათლება კვებისა და სასმლის სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
- აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაციის შესანიშნავი უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებული.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ან დაგვიკავშირდით.