მტვირთავი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე ბათუმში.
სამუშაო ადგილი: ბათუმი - აეროპორტის გზატკეცილი, 257 სამუშაო დრო: 10:00-19:00
ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მიღებისას დისტრიბუციის მანქანის დაცლა;
- საწყობში მიღებული პროდუქციის დასაწყობების უზრუნველყოფა;
- ფილიალებიდან მიღებული შეკვეთების აღრიცხვა;
- რეალიზებული პროდუქციის მომხმარებლის სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვა.
აუცილებელი უნარები
- პუნქტუალურობა;
- მოწესრიგებულობა;
- დისციპლინირებულობა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.