გაყიდვების მენეჯერი, ადმინისტრატორი
18 Kas tarihinde yayınlandı (30 gün kaldı) 18 Ara tarihine kadar başvurun
ესთეტიკური კლინიკა "ნოემი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. გაყიდვების მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი სამუშაო გრაფიკი: ორშ-პარ 10:00-დან 18:00 საათამდე; თვეში ორი შაბათი 10:00-დან 15:00-საათამდე ადგილმდებარეობა: თბილისი, ო. თაქთაქიშვილის 1 გამოსაცდელი ვადა 6 თვე ანაზღაურებით.
ძირითადი მოვალეობები
- ახალი დამკვეთის მოძიება და მათთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება;
- პოტენციური დამკვეთისთვის პროდუქტის შეთავაზება;
- ბაზრის მუდმივი კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება ახალი კლიენტების მოძიების მიზნით, კვლევის რეპორტინგი;
- გასაყიდი პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების მომზადება;
- მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის წარმართვა;
- არსებულ და ახალ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- კლიენტების ბაზის პროგრამული მართვა;
- რეპორტინგისა და ბაზის წარმოება/მუდმივი განახლება;
- გაყიდვების სტიმულირების ხელშეწყობა;
- როგორც არსებულ ისე ახალ დამკვეთებთან სისტემატური შეხვედრები;
- გარკვეულ პერიოდში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები
- გამართული ვერბალური კომუნიკაცია, მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი;
- საოფისე კომპიუტერულ პროგრამებთან მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
- რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, გუნდური მუშაობის უნარი;
- კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა;
- დარწმუნების უნარი, პრეზენტაბელურობა;
- საქმის მიმართ ინტერესი;
- პიროვნული განვითარების სურვილი.
2. ადმინისტრატორი
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაკე ანაზღაურება ფიქსირებული + ბონუსი. სამუშაო გრაფიკი: ცვლებით სამუშაო საათები: 10:00-20:00 გამოსაცდელი ვადა: 6 თვე (ანაზღაურებით).
ფუნქციები
- სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
- სტუმრის მიღება და ყავით გამასპინძლება;
- ჯავშნების განხორციელება პროგრამაში;
- სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
- სტუმართან ფულადი ანგარიშსწორების წარმოება;
- მომხმარებლების ბაზის შექმნა და მართვა, მათთან კომუნიკაცია;
- ონლაინ გაყიდვების სისტემის მართვა: Facebook, Instagram
- მომსახურების ხარისხის კონტროლი;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
- სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება.
მოთხოვნები
- აუცილებელია ქართული ენის და ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უმაღლესი განათლება;
- კომუნიკაბელური;
- ყურადღებიანი და მობილიზებული;
- გაწონასწორებული;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დარწმუნების უნარი;
- ორგანიზებული;
- პრეზენტაბელური;
- გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე პოზიციაზე ან გაყიდვების სფეროში;
- მოწესრიგებული და თავაზიანი.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე სურათთან ერთად ელფოსტაზე და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ სასურველი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
წარმატებებს გისურვებთ!