9768 აქტიური ვაკანსია
გამოიმუშავეთ

მოიყვანეთ ადამიანები findjobs.ge-ზე და მიიღეთ მათი გადახდების 5⁠–⁠25%. დაწყება უფასოა, ანაზღაურება შედეგით.

ბმულის მიღება
← ყველა ვაკანსია

MNM63BRE გამოქვეყნდა 16 ოქტ 52 ნახვა

კორპორატიული გაყიდვების და განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
₾3000–3500 / თვეში +53% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,130 ₾ · 126 განცხადება ბოლო ვადა: 31 ოქტ
დაზღვევა · განცხადებაში

ვაცხადებთ საპენსიო პროდუქტის კორპორატიული გაყიდვების და განვითარების მენეჯერის ვაკანსიას სადაზღვევო კომპანიისთვის "ირაო" (ვენის სადაზღვევო ჯგუფი).

ირაო (http://www.irao.ge/) 22 წელია წარმატებულად ოპერირებს საქართველოში. ის ერთადერთი ბრენდია ქართულ ბაზარზე, რომელიც 100%-ით ვენის სადაზღვევო ჯგუფის წევრია, რაც საშუალებას აძლევს, გაიზიაროს ევროპული გამოცდილება და დანერგოს სფეროს უახლესი მიღწევები.

ირაო თანამშრომლებს სთავაზობს საერთაშორისო კომპანიაში მუშაობის გამოცდილებას, პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, საინტერესო და დინამიკურ სამუშაო გარემოს, მხარდამჭერ, ძლიერ და გამოცდილ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას.

პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს კორპორატიული გაყიდვების გამოცდილებით, რომლებსაც აქვთ ძლიერი ანალიტიკური, კომუნიკაციური, და გუნდური მუშაობის უნარები, არიან პროაქტიულები და შედეგზე ორიენტირებულები.

სამუშაო ადგილი - თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15; სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, კვირაში 40 სამუშაო საათი ანაზღაურება - 3000-3500 ლარი ნეტი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

  • სამიზნე სეგმენტების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია საპენსიო პროდუქტისთვის;
  • სეგმენტზე მორგებული კომერციული შეთავაზებების შემუშავება შესაბამისი პირების ჩართულობით;
  • ბაზრის და კონკურენტული გარემოს მუდმივი ანალიზი, ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების ფორმირება;
  • იურიდიულ პირებთან კომუნიკაციის დამყარება, ახალი პროდუქტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მათთან შეხვედრის ორგანიზება და პროდუქტის პრეზენტაციის ჩატარება;
  • გაყიდვების პროცესის სრული ციკლის მართვა;
  • საპენსიო პროდუქტის გაყიდვების მიზნით სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება;
  • გაყიდვების მენეჯერების ჯგუფისთვის პროდუქტთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება, პროდუქტის გაყიდვების მონიტორინგი და საჭიროებისამებრ მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • გაყიდვების სფეროში კორპორაციულ კლიენტებთან მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • სადაზღვევო/საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე (B2-C1) ფლობა.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე არაუგვიანეს 2026 წლის 30 ოქტომბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (https://www.stream.com.ge/)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ახლა საფრთხეში ხარ? დარეკე 112-ზე.

გამოიმუშავეთ იცნობთ ვინმეს, ვისაც ეს ვაკანსია მოერგება?გაუგზავნეთ საკუთარი ბმულით: მეგობრები, რომლებიც შემოვლენ და განაცხადს გააგზავნიან, ქულებს მოგიტანენ, დამტკიცებული პარტნიორები კი ფულს გამოიმუშავებენ. გამოიმუშავეთ ჩვენთან →
ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა