გაყიდვების მენეჯერი
−68% ჩვეულებრივთან შედარებით · ჩვეულებრივ 2,219 ₾ · 142 განცხადება
გამოქვეყნდა 13 ნოე (დარჩა 30 დღე) ბოლო ვადა: 13 დეკ
კომპანია „ტერავიტა +“ აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, გამოცდილების გარეშე!
კომპანია „ტერავიტა+“ 4 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს გაყიდვების სფეროში და ამ დროის განმავლობაში მოვიპოვეთ როგორც მომხმარებლების, ისე თანამშრომლების მაღალი ნდობა. ჩვენი საქმიანობის სფეროა ნატურალური ბად-ების (ბიოლოგიურად აქტიური დანამატების) რეალიზაცია (მათ შორის: ჰიპერტენზიისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სოკოვანი ბაქტერიების საწინააღმდეგო, წონის კორექციის, პროსტატა-პოტენციის, რაც ადამიანებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება). სწორედ მაღალი ხარისხის გამო, ჩვენი მომხმარებლები წლობით ინარჩუნებენ ჩვენთან ლოიალურ ურთიერთობას. ჩვენთან იმუშავებთ მხოლოდ უკვე არსებულ, ლოიალურ მომხმარებლებთან!
რას გთავაზობთ
- ანაზღაურება: 700 ლარი ფიქსირებული + მაღალი % გაყიდვებიდან;
- საშუალო ყოველთვიური შემოსავალი: 2500+ ლარი;
- დამატებითი წახალისება: ბონუსები გაყიდვების გეგმის შესრულებისთვის;
- ანაზღაურებადი სტაჟირება: ხანგრძლივობა 5 დღე, დღეში მხოლოდ 4 საათი (მორგებული გრაფიკი)
- მოქნილი სამუშაო ფორმატი: 1-თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ ჰიბრიდულ ან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის შესაძლებლობა;
- სტაბილური ჩარიცხვები: ხელფასის გაცემა თვეში ორჯერ;
- განვითარება: კარიერული ზრდის რეალური პერსპექტივა და უფასო პროფესიული ტრენინგები.
სამუშაო გრაფიკის არჩევანი (მოირგეთ თქვენთვის სასურველი რეჟიმი):
- 5/2 — 9-საათიანი სამუშაო დღე;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- კომპანიის უკვე არსებულ მომხმარებლებთან კომუნიკაციის დამყარება გაწერილი სკრიპტის მიხედვით;
- მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისი პროდუქტის შერჩევა და პრეზენტაცია;
- შეკვეთების პროგრამულად (CRM სისტემაში) გაფორმება.
ჩვენი ბენეფიტები: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ გუნდის თითოეულმა წევრმა თავი კომფორტულად, დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნოს. ამიტომ გთავაზობთ:
- ყოველკვირეულ ბონუსებს — ძირითადი ანაზღაურების გარდა, დამატებითი ფულადი წახალისება კვირის შედეგების მიხედვით;
- Fitpass ბარათს — ზრუნვა თქვენს ჯანმრთელობასა და აქტიურ ცხოვრების წესზე;
- ულიმიტო ყავასა და ჩაის — ჩვენი ყოველდღიური კორპორაციული ენერგიისთვის.
ჩვენ ვეძებთ
- კანდიდატებს, რომლებსაც აქვთ ქოლცენტრში ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება (გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა არ არის სავალდებულო — ჩვენ ყველაფერს ადგილზე შეგასწავლით);
- პასუხისმგებლობიან, კომუნიკაბელურ და პუნქტუალურ ადამიანებს, რომლებიც ორიენტირებულნი არიან მაღალ შედეგზე;
- გუნდური მუშაობის უნარის მქონე კანდიდატებს;
- ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განვითარების მოტივაცია, მზად არიან გაიარონ ტრენინგები და დახვეწონ გაყიდვების უნარები.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მეილზე. ან დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე WhatsApp.