8634 აქტიური ვაკანსია
← ყველა ვაკანსია

MPS416W1 გამოქვეყნდა 1 ოქტ 6 ნახვა

Dewool Industries

Dewool Industries

გაყიდვების მენეჯერი

Dewool Industries გარე განცხადება
თბილისი სრული განაკვეთი გაყიდვები
შესვლა და განაცხადი
შეთანხმებით ბოლო ვადა: 2 ნოე

სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries" LLC აცხადებს  ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (საერთაშორისო გადაზიდვების მიმართულებით)  პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სტანდარტული
  • სამუშაო საათები: 10:00-18:00 საათი
  • სამუშაო ლოკაცია: თბილისი, ისნის მეტროსო (ნავთლუღის ქუჩა)
  • გამოსაცდელი პერიოდი (1 კვირა არაანაზღაურებადი, 3 თვე ანაზღაურებადი).

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • კომპანიის მობილური ულიმიტო სასაუბრო დროით უზრუნველყოფას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიების მიზნით სატელეფონო ზარების განხორციელება ადგილობრივ კომპანიებთან;
  • შეკვეთის მიღება და კლიენტების ბაზაში გაფორმება;
  • შეხვედრების ორგანიზება, საჭიროების შემთხვევაში დასწრება;
  • შეკვეთის დასრულებამდე კლიენტებთან კომუნიკაცია ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
  • გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება იმპორტიორ და ექსპორტიორ კომპანიებთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება - სავალდებულოა სატელეფონო გაყიდვების გამოცდილება 6 თვე და მეტი. ქოლცენტრის ან/და ლოგისტიკურ სფეროში სატელეფონო გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
  • საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
  • CRM და BIA ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • უცხო ენების ცოდნა: ინგლისური, რუსული (არასავალდებულო).

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გაუთვალისწინებელი შემთხვევების ეფექტიანი მართვის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გაყიდვების მენეჯერი.
სატრანსპორტო კომპანია "Dewool Industries " LLC -ში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია  "Dewool Industries " LLC  მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებებს!

გააზიარე ეს გვერდი FacebookTelegramLinkedInX

საჩივრის გაგზავნა

ეს თქვენი განცხადებაა?

ამ განცხადების ასლს ვაქვეყნებთ, რომ საქართველოში სამუშაოს მაძიებლებმა იპოვონ, პირვანდელ წყაროზე ბმულით. თუ თქვენია, შეგიძლიათ მისი მართვა თავად აიღოთ, ან მოგვთხოვოთ მოხსნა.

გადმობარებული განცხადება პირდაპირი ხდება: გამოქვეყნებიდან ან აწევიდან ერთი კვირა ჩანს სხვა საიტებიდან შეგროვებულ განცხადებებზე მაღლა, მისი შესწორება, აწევა და დახურვა თავად შეგიძლიათ, და განცხადება Google-ის ვაკანსიების ძიებაში ხვდება.

დამსაქმებლის შესახებ
Dewool Industries
მსგავსი განცხადებები

ეძებთ თანამშრომელს? განათავსეთ ვაკანსია უფასოდ.

განთავსება უფასოა